The Beatles-ის 1966 წლის Revolver-ის ხელახალი გამოშვებით, შეიქმნა ორი ახალი ანიმაციური მუსიკალური კლიპი. ორივე მათგანის ვიზუალური ენა დღევანდელი თაობის მოზიდვას ემსახურება.
Taxman-ის განახლებულ ვიდეოზე მუშაობა დენი სანგრას დაევალა. მისი თქმით, The Beatles-ის მასალა შეზღუდულია, მაგრამ გაფართოებული ალბომი სრულიად ახალი კონტენტის შექმნის შესაძლებლობებს ხსნის. რეჟისორმა გამოიყენა ტიპოგრაფია, სტრიქონებისთვის დიდი ზომის ასოები გამოიყენა და საყვარელი სიტყვების თამაშით ლირიკული ვიდეო შემოგვთავაზა.
„ჩემს მიდგომაზე დიდი გავლენა იქონია Yellow Submarine-მა, რომელიც კომიქსებითა და ანიმაციებით იყო შთაგონებული“, — წერს სანგრა.
რეჟისორ ემ კუპერის მიდგომა The Beatles-ისადმი ძალიან განსხვავებული იყო. “I’m Only Sleeping”. სიურრეალისტურ კლიპში კუპერმა ჯონ ლენონის ფიგურა გამოიყენა, რომელიც იძინებს და იღვიძებს, ჯგუფის მოგონებებით და მათი ომის საწინააღმდეგო განწყობებით.