in

ბებია, როგორც დედა… და მამაც

სამხრეთ აფრიკაში, ყოველი 3 ბიჭიდან, 2 მამის გარეშე იზრდება. შესაბამისად, დედას, საკმაოდ ხშირად კი, ბებიას უწევს, ტრადიციულად, დედ-მამის მაგივრობის გაწევა.

BOG

ახალი გლობალური კამპანიის ფარგლებში, “The Best Men Can Be”, სააგენტო Grey Africa-ს დახმარებით, Gillette-მა ვიდეორგოლი მოამზადა.

კამპანია 9 აგვისტოს, აფრიკულ ქალთა დღეს დაამთხვიეს… დღეს, როცა აღნიშნავენ 1956 წელს, 20 000-ზე მეტი ქალის მარშით გამოსვლას აპარტეიდის სასტიკი პოლიტიკის წინააღმდეგ.

ვიდეორგოლში მოთხრობილია გოგო ნოზიზვეს, იგივე ნოზიზვე სელინა გოდლოს ამბავი, ვინც შვილიშვილი აქონი აღზარდა.

დაახლოებით, 3 წუთიან ნამუშევარში ემოციურადაა ნაჩვენები ურთიერთობა ახალგაზრდა მამაკაცსა და ბებიას შორის. ბებიას, რომელიც 2018 წელს, ვიდეორგოლის გადაღების შემდეგ გარდაიცვალა.

სააგენტოს სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, სამხრეთ აფრიკელი მამაკაცების 90%-მა, ვისაც სთხოვეს, რომ რეკლამა ენახათ, თქვეს, რომ ნამუშევარმა თავიანთი ცხოვრება გაახსენათ.

ამ კამპანიით, „ჯილეტმა“ კიდევ ერთხელ იპოვა შესაძლებლობა, გენდერული ნორმების მიმართ დამოკიდებულება, ადგილობრივ პრობლემაზე დაყრდნობით გამოეხატა.

 

ახალი Bugatti $9 მილიონი ღირს

მასაჟორებიანი დასაფენი, რომელიც სტრესს 15 წუთში ამცირებს