Gillette სააგენტო Grey-სთან თანამშრომლობით მომზადებულ ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში ნამდვილი მამაკაცისთვის დამახასიათებელ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას. ბრენდი ხაზს უსვამს როგორც გარეგნული მხარის აუცილებლობას, ისე პიროვნული თვისებების მნიშვნელობასაც. საბოლოო ჯამში კი, იმ მოსაზრებას ემხრობა, რომ ნამდვილ მამაკაცს ორივე მხარე ერთნაირად ესაჭიროება.
https://www.youtube.com/watch?v=6xpLSsoJNrA&feature=youtu.be












