in

ახალი ზელანდია ჰერპესის შესახებ არსებულ სტიგმას იუმორით ამსხვრევს

New Zealand Herpes Foundation-მა (NZHF) საკმაოდ თამამი კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით The Best Place in the World to Have Herpes — უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ ასე სურთ, ჰერპესვირუსის გარშემო არსებულ სტიგმას გაუმკლავდნენ. თუმცა, სანამ უშუალოდ კამპანიას განვიხილავდეთ, გეტყვით, რომ ახალი ზელანდია ჰერპესვირუსით დაავადებული ადამიანებით მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებს…

M2

ახლა კი ქვეყანა ჰერპესის დესტიგმატიზაციის გლობალურ ლიდერად რომ ექციათ, ამ ამბავში არაერთი შემოქმედებითი სააგენტო ჩართეს, მათ შორის Motion Sickness, FINCH, ED.l, DigPR და TRA. კამპანიაც, სიმბოლურად, ჰერპესის ცნობიერების დღეს ჩაუშვეს და ვირუსის ყველაზე საზიანო გავლენაზე ფოკუსირდნენ — სოციალურ სტიგმაზე: „ბევრ შემთხვევაში სოციალური სტიგმა იმაზე უფრო დამანგრეველია, ვიდრე თავად ეს ვირუსი“. 

აქვე შეგვიძლია გადავხედოთ კვლევას, რომლის თანახმადაც, ჰერპესით დიაგნოზირებულთა 30%-ს დეპრესია და სუიციდური ფიქრები აქვს…

ამ კამპანიის საჭიროება რომ იყო აშკარაა, თუმცა საინტერესოა ფორმა, რომელიც არსებული გზავნილების გასავრცელებლად გამოიყენეს — ისინი კომპლექსური ინფორმაციების გაზიარებას იუმორით ცდილობენ. ასე კი სულ სხვაგვარად იწყებენ საუბარს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ცდილობენ, სტიგმა ემპათიით ჩაანაცვლონ და ღია დიალოგსაც დაუდონ საფუძველი, რომელიც, თავის მხრივ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს სულ სხვა თვალით დაგვანახვებს და მათ დაძლევაშიც დაგვეხმარება. 

Dr. Dre-მ და Snoop Dogg-მა 35-დოლარიანი ჯინი გამოუშვეს

როგორია სტარტაპების დამფუძნებლების ძლიერი და სუსტი მხარეები