in

როგორ წარმოიშვა მუსიკა? — Carlsberg-ის ვიდეორგოლი

ლუდის ბრენდი Carlsberg თავისი უახლესი კამპანიის ცენტრში ცნობისმოყვარეობას აყენებს — მისი მეშვეობით საუკუნეების მანძილზე ვმოგზაურობთ და მუსიკის წარმოშობის საფუძვლებს ვუახლოვდებით. თანამედროვეობიდან მოყოლებული, ვიდეორგოლში წარმოდგენილია კლუბები, ჯაზის ეპოქა, მოცეკვავე რომაელი ლეგიონერები, ფლეიტისტი მწყემსები და მღვიმეებში შეკრებილი ხალხიც კი… რა თქმა უნდა, რეკლამის ყველა სეგმენტს განსაკუთრებულ ელფერს სძენს ლამაზად შეკერილი კოსტიუმები.

BOG

40 წამის განმავლობაში მაყურებელი აღფრთოვანებული ელოდება, თუ რომელი ეპოქა იქნება შემდეგი — თითოეული სცენა კი სწრაფად და შეუფერხებლად მიედინება. უბრალოდ, მუდმივად ვხვდებით ბრენდის ცნობილ ლოგოს — თითქოს, მუსიკის არ არსებობის ხანაშიც კი მოიძებნებოდა მისი ადგილი.

ეტიკეტი შეგვახსენებს იმას, რაც ღვინის დალევის შემდეგ ხდება

აი, როგორ მუშაობს ფილმების გამხმოვანებელი