in

განათლების ტექნოლოგიების გლობალური სცენა The Bett Show 2025 და IT აკადემია STEP

The Bett Show მსოფლიოში უდიდესი განათლების ტექნოლოგიების გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ლონდონში იმართება. ღონისძიება აერთიანებს განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროს წამყვან ორგანიზაციებს, ინოვატორ პედაგოგებსა და საგანმანათლებლო ტექ-სტარტაპებს, რომლებიც წარმოადგენენ უახლეს საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს, ინოვაციურ სასწავლო ინსტრუმენტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს.

Bett Show 1985 წლიდან მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ახალი ტექნოლოგიების საშუალებით სასწავლო პროცესის ტრანსფორმაციაში ეხმარება. ღონისძიების მთავარი მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფოების მხარდაჭერაა, რათა მათ შეძლონ, ეფექტურად გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლის პროცესში. გამოფენაზე, ყოველწლიურად წარმოდგენილია 600-ზე მეტი ინოვაციური EdTech და საგანმანათლებლო რესურსების მომწოდებელი, რომლებიც საზოგადოებას უახლეს პროდუქტებსა და სერვისებს აცნობენ. ღონისძიების მონაწილეებს შორის არის სტეპი.

IT აკადემია STEP და განათლების ინოვაციები საქართველოში

IT აკადემია STEP ტრადიციულად წელსაც ჩაერთო Bett Show-ზე და საქართველოში, განათლების საუკეთესო ინოვაციებს დანერგვის პროცესში, არ ჩერდება. სტეპი საზოგადოებას სთავაზობს პრაქტიკაზე დაფუძნებულ, საერთაშორისო დონის პროფესიულ განათლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში. სასწავლო პროგრამები შემუშავებულია 20-ზე მეტი ქვეყნის ინდუსტრიაში მომუშავე ექსპერტების მიერ და ორიენტირებულია სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. სტეპი თანამშრომლობს ისეთ გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, როგორიცაა Cisco, Adobe, Microsoft და სხვა.

Bett Show-ზე მონაწილეობა, სტეპს შესაძლებლობას აძლევს, ერთ-ერთმა პირველმა გაეცნოს უახლეს საგანმანათლებლო ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს, დაამყაროს კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან და გაიზიაროს გამოცდილება განათლების სფეროს პროფესიონალებისგან, რაც საუკეთესო საშუალებაა მუდმივი წინსვლისთვის და სწრაფი განვითარებისთვის. ეს გამოცდილება საშუალებას იძლევა, საქართველოში განხორციელდეს ინოვაციური ის პროექტები და სასწავლო პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს განათლების სისტემის სწორ განვითარებას.

IT აკადემია STEP განაგრძობს საქართველოში განათლების სისტემის ინოვაციურ განვითარებას. შეგახსენებთ, რომ სტეპში საგაზაფხულო მიღება დაიწყო და თუ გსურს, შენც აუწყო ფეხი თანამედროვე ტექნოლოგიებს, მიიღო ყველა საჭირო ცოდნა და გახდე მომავლის პროფესიონალი, 2025 წელი საუკეთესო დროა სწავლის დასაწყებად

[R]

„ბარო“ – როგორ გამოჩნდა ქუთაისის ქუჩებში მოძრავი სარეკლამო ბანერები

ForSet-ის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ გაიმართა