in

რა გემუქრებათ, თუ არჩევნებზე არ წახვალთ?

ამერიკის შეერთებული შტატები არჩევნებისთვის ემზადება. ამასთან დაკავშირებით, კრეატიულმა სააგენტომ Hook Studios კამპანია The Big Deal 2018 (“2018 წლის დიდი გარიგება”) წამოიწყო. მთავარი სამიზნე აუდიტორია მილენიალები და ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც პირველად უნდა წავიდნენ არჩევნებზე. სწორედ ამიტომ, სოციალურ კამპანიებში, აქტივობისკენ განსაკუთრებულად სწორედ მათ მოუწოდებენ. სახალისო ვიდეორგოლში, რომელიც კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, დეიდა ლინდა პირობას დებს, რომ 6 ნოემბერს, არჩევნებზე წასვლის შემთხვევაში, აღარასოდეს დაწერს უხერხულ კომენტარებს, რაც ძალიან არ უყვართ ახალგაზრდა დისშვილებსა და ძმისშვილებს: “როგორი გაზრდილი ხარ”, “ამ ასაკში, ფოტოებს უკვე შვილებთან ერთად უნდა იღებდე” და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლინდა კვლავ უცნაური კომენტარების დაწერით იმუქრება.

BOG

 

„გურიის ჩაის გზა” – ახალი ტურისტული პროექტი ოზურგეთში

მალე, 300-ზე მეტი ქართული მულტფილმის ციფრული ასლი შეიქმნება