McDonalds-მა ავსტრალიაში ახალი სარეკლამო კამპანია განახორციელა.
სარეკლამო კამპანიას სააგენტო “DDB Sydney” ხელმძღვანელობს, რომელმაც მომხმარებელს ყოველდღიური ლანჩ-მენიუ არაორდინალური ფორმით მიაწოდა.
კამპანიის ფარგლებში რესტორანი “The Big Lunchbox” ააწყვეს. რესტორანს უზარმაზარი Lunchbox-ის ფორმა აქვს. “The Big Lunchbox”-ი ავსტრალიაში იმოგზაურებს და მომხმარებელს ახალ მენიუს შესთავაზებს.