Runtime იმისთვის შეიქმნა, რომ უზრუნველყოს ბიოლოგიური პირობები, რომელიც ჩვენი შედეგების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ადამიანის ორგანიზმი სწორად უნდა გამოიკვებოს, რომ შევძლოთ ფიზიკური თუ ფსიქიკური შესაძლებლობების არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ გაუმჯობესებაც.
ბრენდის სახელი Runtime მომდინარეობს ტექნიკური პროცესის ამსახველი სიტყვა “Runtime-დან” – დრო, რომელიც პროგრამას ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად ესაჭიროება.
ვიდეორგოლზე „შაქრის დიდი შეთქმულება“ სააგენტო Giant Propeller-მა იმუშავა და არასტანდარტული გზით შეეცადა, გადმოეცა შაქრის მავნე თვისებები და მასთან საბრძოლველად, Runtime-ის პროდუქტების თვისებები.