in

მსოფლიო ბრენდების ყველაზე დიდი მარცხი 2019 წელს

წლის ბოლოს, კომპანიები, როგორც წესი, თავიანთ საქმიანობას აჯამებენ – საუბრობენ წარმატებულ პროექტებზე. უკეთეს შემთხვევაში, დაშვებულ შეცდომებსაც განიხილავენ. აანალიზებენ მათ, რომ სამომავლოდ უკეთესი გეგმები დასახონ. „მარკეტერი“ გიამბობთ პროდუქტთან მიმართებაში, შიდა თუ გარე კომუნიკაციაში, საერთაშორისო ბრენდების ყველაზე დიდ შეცდომებსა და მარცხზე.

Marriott-ის ვერშემდგარი ლოიალობის პროგრამა 

2019 წლის დასაწყისში, Marriott-მა ლოიალობის პროგრამა „ჩაუშვა“. იდეა, თითქოს, ცუდი არ იყო, თუმცა, სახელი, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაური შეურჩიეს – “Bonvoy“. კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, მთავარი იდეა ბედნიერი და კომფორტული მოგზაურობა იყო. თუმცა, მომხმარებლამდე ეს გზავნილი ვერ მივიდა და არც ინტერესი გამოუწვევია – პროგრამის სახელი, რომელიც bon voyage (კარგ მოგზაურობას გისურვებთ)-ის შემოკლებული ფორმაა, იმდენად სასაცილოდ ჟღერდა და ისე გააკრიტიკეს, ბრენდის ხელმძღვანელობას მუდმივად თავის მართლება და განმარტებების კეთება უწევდა. შესაბამისად, ეს პროექტი, უბრალოდ, არ შედგა.

 Rent the Runway-ის პრობლემები 

პოპულარულმა, ტანსაცმლის „ონლაინ“ გაქირავების კომპანიამ Rent the Runway პროგრამული უზრუნველყოფის ახალი სისტემა დააყენა. მათ სურდათ, მომსახურება უფრო პრაქტიკული და კომფორტული გაეხადათ. თუმცა, სერვისის გაუმჯობესების ნაცვლად, ბრენდს პრობლემები შეექმნა – სისტემა გაუმართავი აღმოჩნდა, შეკვეთები ან დანიშნულების ადგილზე ვერ ხვდებოდა, ან იგვიანებდა. კომპანიის ხელმძღვანელობა, იძულებული გახდა, დამატებითი ფინანსები გამოეყო. ამ ფულით, მათ, უკმაყოფილო მომხმარებლების მოთხოვნების შესრულება მოუწიათ.

Peloton-ის სადღესასწაულო ამბავი, საშინელებათა ჟანრიდან 

https://www.youtube.com/watch?v=pShKu2icEYw

 

Peloton-ის ამ სადღესასწაულო რეკლამას, მსოფლიოს მასშტაბით, დიდი კრიტიკა მოჰყვა. ექსპერტებმა, სიუჟეტი, დისკრიმინაციად და ცინიკურ დამოკიდებულებად შეაფასეს. შედეგი გაყიდვებზეც აისახა და მატების ნაცვლად, მაჩვენებელმა იკლო. დღესაც სადაოა, მომავალში, შეძლებს თუ არა, ბრენდი, შელახული რეპუტაციის აღდგენას.

თაღლითობა Airbnb-ზე

Airbnb, ცოტა ხნის წინ, კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა – გამოძიებამ თაღლითების მთელი ჯგუფი გამოავლინა, რომლებიც პლატფორმის საშუალებით, მომხმარებელთა მოტყუებას ცდილობდნენ. თუმცა, სკანდალი ამით არ დასრულებულა – Airbnb-ზე გაქირავებულ სახლებში ძალადობის და კიდევ უფრო უარესი, გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა. მართალია, ხელმძღვანელობამ, გარკვეული ზომები მიიღო და პლატფორმაზე წესები გაამკაცრა, თუმცა, მისი რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეილახა. გარდა ამისა, კომპანიამ, სერიოზული ფინანსური ზარალი განიცადა.

Tesla-ს ოცნებები დაიმსხვრა 

რამდენიმე თვის წინ, ილონ მასკმა ახალი ელექტრო პიკაპი Cybertruck წარადგინა და აქცენტი მის გამძლეობაზე გააკეთა.  მაგრამ ავტომობილის პირველივე გამოცდა კრახით დასრულდა, Tesla-ს ოცნებები ნამსხვრევებად იქცა. ერთადერთი, რაც მაშინ მაკს აღმოხდა “Oh, my fucking God” იყო. თუმცა,  სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაფერი გააკეთა.

ელექტროპიკაპ Cybertruck-ს, სიმძლავრის დემონსტრირებისთვის, Ford F-150 ჩააბეს

კიმ კარდაშიანი კრიტიკის ობიექტი 

კიმ კარდაშიანის შიდა თეთრეულის/საცვლების ხაზს წარმატების დიდი შანსები ჰქონდა. მოდური, მოთხოვნადი პროდუქტი და ძალიან ცნობილი მფლობელი. თუმცა, ყველა ეს ბენეფიტი, კიმმა, „წყალში ჩაყარა“- ბრენდს, არც მეტი არც ნაკლები, „კიმონო“ [იაპონური ეროვნული ტანსაცმელი – ფართო სახელოებიანი ხალათი] დაარქვა. ამით უხეშად დაარღვია და შეურაცხყო კულტურული კუთვნილება . მომხდარს იმდენად ცუდი გამოხმაურება და დიდი კრიტიკა მოჰყვა, კიმ კარდაშიანი, იძულებული გახდა, ბრენდისთვის სახელი შეეცვალა და Skims-ს დაერქმია.

“ხელახალი ლივინგსტონი” ანუ როგორი იყო 2019? – ფოლკერ ვრაგეს #აზრები

როცა ახალ წელს, შეყვარებულის ნაცვლად, მანქანას ეხუტები – დაუდევარი ნუგოს მორიგი ეპიზოდი