in

როგორც იქნა! ახლა უკვე რეალურად შეგიძლიათ ისაუზმოთ ტიფანისთან – Tiffany & Co.

საუზმე ტიფანისთან და უცნაური, ამასთან საოცრად მიმზიდველი, ამოუცნობი ჰოლი გოლითლის საყვარელი დილის რიტუალი ალბათ ამ წიგნის, თუ მისი ცნობილი ეკრანიზაციის მოყვარულებს კარგად ახსოვთ. თუ ასეა, მაშინ Tiffany & Co.-ს სიახლე ნამდვილად დაგაინტერესებთ. სამკაულების მწარმოებელმა ერთ-ერთმა საუკეთესო მსოფლიო ბრენდმა მეხუთე ავენიუზე საკუთარი რესტორანი The Blue Box Cafe გახსნა. Tiffany & Co.-ს კუთვნილი ცისფერი ფერით და საოცარი დიზაინით შექმნილი რესტორანი უკვე ღებულობს სტუმრებს. თუ აქამდე ბრენდი საზოგადოებას თავისი უნიკალური სამკაულით აოცებდა, ახლა უკვე გემრიელი კერძებითაც მოხიბლავს მათ. ფაქტია, რომ ამ ბოლო დროს Tiffany & Co. თავის შესაძლებლობებს საკმაოდ აქტიურად ცდის, ცოტა ხნის წინ, მან ყოველდღიური სარგებლობის პროდუქციის ხაზიც კი დაამატა. ჰოლი გოლითლს (ანუ ულამაზეს ოდრი ჰეპბერნს) დაახლოებით 56 წელი რომ დაეცადა, დილით, გამთენიისას, მაღაზიის წინ ყავის ერთჯერადი ჭიქითა და კრუასანით დგომა ნამდვილად აღარ მოუწევდა.

BOG
BOG

Microsoft-ის ახალი პროგრამა, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, სასურველი ვაკანსიის მოძებნაში დაგეხმარებათ!

იძებნება ბროლის ფეხსაცმელი და თანამედროვე “კონკია” – Debenhams-ის ორიგინალური სიყვარულის ისტორია