in

„ის კარაქს ჰგავს… თქვენი სხეულისთვის“ – სრულიად განახლებული, 100%-ით ეკომეგობრული შეფუთვა The Body Shop-ის ტანის კარაქებისთვის

მომხმარებელთა 90% -ზე მეტი ადასტურებს, რომ ტანის კრემის შემადგენლობა უზრუნველყოფს მათი სხეულის მიერ, დამატენიანლებლის მარტივ შეწოვას და რაც მთავარია, იმასაც ამბობენ, რომ წებოვნების შეგრძნებას არ ტოვებს. 86% -ზე მეტი კი, ეთანხმება, რომ „ბოდი შოპის“ ტანის კარაქი მათ კანს უხდება.

მარწყვის, ბრიტანული ვარდის, ვარდისფერი გრეიპფრუტის, საცუმას, ნუშის რძის, მანგოს, მორინგას, ავოკადოს, შიის, ქოქოსის, არგანის, ზეთისხილისა და კანაფის – დღეს გვინდა, შეგახსენოთ The Body Shop-ის 13 პროდუქტი და შემადგენლობიდან დაწყებული – შეფუთვით დასრულებული კანის ახალი დამატენიანებელი საშუალებების ღირსებები გაგაცნოთ.

თუმცა მანამდე:

„ის კარაქს ჰგავს… თქვენი სხეულისთვის“ – მას შემდეგ, რაც The Body Shop-ის დამფუძნებლის, ანიტა როდიკის მიერ, 1992 წელს შექმნილი მანგოს დამატენიანებელი საშუალება მისმა ქალიშვილმა „კარაქს“ შეადარა, ეს სახელი დღემდე შემორჩა და სილამაზის ინდუსტრიაში საპატიო ადგილიც დაიკავა.

დღეს ეს მშრალი დამატენიანებელი საშუალება ისე უყვართ, რომ ყოველ სამ წამში მას ერთი ადამიანი მაინც ყიდულობს. Body Shop-ის ტანის კარაქი Vegan Society-ს მიერაა აღიარებული (ოქროს სტანდარტი ვეგანური სერთიფიკაციისთვის). პროდუქტი მდგრადი, ეკომეგობრული შეფუთვით იყიდება, მინიმუმ, 95%-ით, ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებით მზადდება და კანის დატენიანებას 96 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს.

ავოკადოს კარაქი
ავოკადო ბევრს უყვარს. ზოგიერთი ჩვენგანი მას „ბუნების მიერ დამზადებულ კარაქსაც“ არქმევს. პირველი შემთხვევა არაა, როცა Body Shop საკუთარ პროდუქტებში ამ ხილს რთავს, ვინაიდან ცნობილია, რომ ავოკადო ცხიმოვანი მჟავებით მდიდარია, სასარგებლოა სხეულის როგორც შინაგანი, ასევე, გარეგანი ორგანოებისთვის.

ახალი ავოკადოს კარაქი მზადდება Hass avocado ზეთითა და Community Fair Trade Shea კარაქით. ეს ახალი, კრემისებრი ვეგანური ნაყენი ხელს უწყობს მშრალი კანის 96 საათის განმავლობაში დატენიანებას.

Body Shop-ის კვლევა
მომხმარებელთა 90% -ზე მეტი ადასტურებს, რომ ტანის კრემის შემადგენლობა უზრუნველყოფს მათი სხეულის მიერ, დამატენიანებლის მარტივ შეწოვას და რაც მთავარია, იმასაც ამბობენ, რომ წებოვნების შეგრძნებას არ ტოვებს. 86% -ზე მეტი კი, ეთანხმება, რომ „ბოდი შოპის“ ტანის კარაქი მათ კანს უხდება.

ტანის ყველაზე მდგრადი კარაქი
ახალი, სრულად გადამუშავებადი შეფუთვით, Body Shop– ის ტანის კარაქი ყველაზე მდგრადი პროდუქტი ხდება. თითოეული მათგანის შეფუთვა გულისხმობს ალუმინის სახურავებისა და 100%-ით გადამუშავებადი პლასტმასის გამოყენებას.

რიცხვებში რომ გადავთარგმნოთ, იმასაც გეტყვით, რომ კომპანიის მხრიდან, ეს ნაბიჯი პლასტმასის გამოყენებას წელიწადში 241 ტონით ამცირებს.

გარდა ამისა, ბრენდი ხელს უწყობს ინდოეთში ნარჩენების, დაახლოებით, 2500  შემგროვებელს უფრო დემოკრატიული სანიტარული სამუშაო პირობები შეუქმნას და მათ მიერ გაწეულ საქმეს ადეკვატური ანაზღაურებაც ჰქონდეს.

შიის ხელნაკეთი კარაქი განიდან
The Body Shop ეხმარება ქალებს, მათ აძლიერებს და მხარს უჭერს იმისათვის, რომ ისეთივე თანაბარ პირობებში იარსებონ, როგორებშიც მამაკაცები ცხოვრობენ. 1994 წლიდან, განას 11 სოფელში, ყოველწლიურად, 640 ქალი საკუთარი ხელით აწარმოებს 390 ტონა შიის კარაქს. ამ მხარეში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კულტურას, რომლის მოყვანის ტექნიკაც განაში თაობიდან თაობას გადაეცემა და საბოლოოდ, The Body Shop-ის კომპანიის წყალობით, თავის მოვლის რუტინაში საუკეთესო დამატენიანებლის ფუნქციას ასრულებს. ეს ჯაჭვური კავშირი, რომელიც თითქმის უკვე 30 წელია, უწყვეტად მიმდინარეობს, ჯამში, 49 000-ზე მეტ ადამიანს პოზიტიური კუთხით უცვლის ცხოვრებას, უზრუნველყოფს მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს ჯანმრთელობისა და განათლების ფუნდამენტურ უფლებებსაც.

ახალი პროდუქტები საქართველოში 18 ივლისიდან გაიყიდება.

[R]

„სკუტსკუტის“ სკუტერების შეძენა უკვე თიბისი ლიზინგით არის შესაძლებელი

“ქიმია სურათებში” – მიკრობებისა და კრისტალების სამყარო