in

The Body Shop-ში დეკორატიული კოსმეტიკის კვირეული დაიწყო!

ბოდი შოპის დეკორატიული კოსმეტიკა არ შეიცავს აქტიურ ქიმიურ ნივთიერებებს

The Body Shop-ში დეკორატიული კოსმეტიკის კვირეული დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ დეკორატიული კოსმეტიკის სრულ ასორტიმენტზე, აქსესუარებსა და სუნამოებზე. ფასდაკლება მოქმედებს ბოდი შოპის ოფიციალურ მაღაზიებში: ჭავჭავაძის 20 ნომერში, რუსთაველის 44 ნომერსა და ისთ ფოინთში.

ბოდი შოპი 1976 წელს შექმნა ბრიტანელმა აქტივისტმა და ფემინისტმა ანიტა როდიკმა. კომპანიამ სწრაფად შეძლო მომხმარებლების ყურადღების მიპყრობა, რადგან სხვებისგან განსხვავებული, არასტანდარტული მიდგომით გამოირჩეოდა. ბრენდის ფილოსოფია მთლიანად სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ბუნებაზე ზრუნვას ეფუძნებოდა. კომპანიის იდეის ავტორს, ანიტა როდიკს, სურდა The Body Shop-ის სახით ჩამოეყალიბებინა ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს ესაუბრება და უპირველესად მათ მოთხოვნილებებზე ზრუნავს. ის შთააგონებდა ადამიანებს, მიეღოთ და ჰყვარებოდათ საკუთარი თავი ისეთებად, როგორებიც არიან. ბრენდის მთავარი ხედვა იყო, მოგებიანობასთან ერთად, გარემოს გაუმჯობესებაზეც ეზრუნა. და მას შემდეგ ბოდი შოპი ინარჩუნებს მთავარ ღირებულებას: აწარმოოს ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შემდგარი პროდუქტები ცხოველებზე ტესტირების გარეშე.

ბოდი შოპი კანის მოვლის საშუალებების გარდა ქმნის დეკორატიულ კოსმეტიკას, რომელიც ვეგანურია და გამოირჩევა თბილი ტონებით, რადგან ბოდი შოპისთვის მაკიაჟი ბუნებრივი სილამაზის უკეთ წარმოჩენასთან ასოცირდება.

ბოდი შოპის დეკორატიული კოსმეტიკა არ შეიცავს აქტიურ ქიმიურ ნივთიერებებს, რის გამოც ადვილად ჩამოიბანება, თუმცა ამის მიუხედავად, გამოირჩევა მაღალი მდგრადობით. მასში შემავალი მარუას ზეთი კი უზრუნველყოფს კანის დატენიანებას.

 

[R]

„აჭარაბეთი“ ტექბოლის ფედერაციის გენერალური პარტნიორი გახდა

Sony გეგმავს, PlayStation-ის მრავალი განსაკუთრებული ფუნქცია iPhone-ზე ხელმისაწვდომი გახადოს