6
Dec
2019

The Body Shop საქართველოში შემოდის!

6 Dec 2019

ბრიტანული კოსმეტიკური საშუალებების ბრენდი „ბოდი შოპი“ [The Body Shop] მალე, საქართველოში, პირველ ოფიციალურ მაღაზიას გახსნის.

„The Body Shop გლობალური სილამაზის ბრენდია, რომელსაც აქვს B Corp -ის სერტიფიკატი. არის პიონერი იმ ფილოსოფიის დანერგვაში, რომელიც ამბობს: „ბიზნეს შეუძლია კარგი საქმეების კეთება. მისი პირველი მაღაზია ოფიციალურად 7 დეკემბერს თბილისის შუაგულში – რუსთაველის #20-ში გაიხსნება.“.

„ბოდი შოპი“, მომხმარებლებს, ეთიკური გზით წარმოებულ უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას სთავაზობს. მსოფლიოს მასშტაბით, ბრენდი 3000-ზე მეტ მაღაზიას მართავს, საქართველო The Body Shop-ის 73-ე ქვეყანა გახდება.

„The Body Shop ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული პროდუქციაა, რომელსაც რეალურად აქვს შედეგი“ 

„ბრენდი მომხმარებელს 700-მდე პროდუქტს სთავაზობს, რომლის შემქმნელებიც ბუნებას ღრმა პატივს სცემენ და ცდილობენ, პროდუქციის უმეტესობა შეიქმნას საჯარო ვაჭრობის შედეგად. დღეს, „ბოდი შოპი“ 24 სახეობის მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს მოიხმარს და 32 მომწოდებელი ჰყავს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. The Body Shop-ის არც ერთი პროდუქტი არ არის ცხოველებზე ტესტირებული და ეხმარება მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი ქალებს და გოგონებს, შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთები როგორებიც არიან, იყვნენ ამაყები თავიანთი სხეულითა და მომავლით. ბრენდი იყენებს მაღალი ხარისხის ნატურალურ ინგრედიენტებს, როგორიც არის შეა, კანაფი და ჩაის ხე“.

„The Body Shop – ბიზნესი, როგორც სიკეთის ძალა“ 

„ეს არის ნამდვილად უნიკალური ბრენდი, რომელიც 1976 წელს, ქალაქ ბრაიტონში (ინგლისი) მეწარმე, აქტივისტმა ქალმა ანიტა როდიკმა დააარსა და მას შემდეგ ინარჩუნებს ნოვატორის სტატუსს. „ბოდი შოპი“ იყო პიონერი, რომელმაც შექმნა ფილოსოფია, რომ ბიზნესის საშუალებით შეიძლება სიკეთის კეთება. მისი კონცეფციაც ამას ითვალისწინებს: იბრძოლოს უკეთესი და უფრო ლამაზი სამყაროსთვის. The Body Shop ყოველთვის იყენებდა და იყენებს თავის მაღაზიებს და პროდუქციას იმისთვის, რომ ილაპარაკოს გარემოსა და ადამიანის უფლებებზე. წლების განმავლობაში, ბრენდმა ჩაატარა მრავალი გლობალური კამპანია ადამიანის უფლებების, ცხოველთა და გარემოს დაცვის შესახებ. მისმა გლობალურმა აქტივიზმმა დაიმსახურა თაობების მხარდაჭერა. რაც მთავარია, „ბოდი შოპის“ ყველა საერთაშორისო კამპანიამ გამოიღო შედეგი“.

„The Body Shop – თანასწორობისთვის მებრძოლი“

„ქალების უფლებებს ყოველთვის უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი „ბოდი შოპის“ ყოველდღიურ საქმიანობაში. ბრენდი ახორციელებს სხვადასხვა კამპანიას, რომლის საშუალებითაც ცდილობს მისცეს ქალებს, გოგოებს იგივე უფლებები და შესაძლებლობები, რაც გააჩნიათ მამაკაცებს“

[R]

განხილვა