in

The Body Shop-მა ახალი, საზაფხულო კოლექცია გამოუშვა

გვირილისა და ჟოლოს ექსტრაქტზე დამზადებული, კანის მოვლის საშუალებების ლიმიტირებული სერია

კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების ბრენდმა The Body Shop, კანის მოვლის ახალი ხაზი გამოუშვა – ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული, გვირილისა და ჟოლოს გამაგრილებელი, ლიმიტირებული სერია სპეციალურად ზაფხულისთვის შეიქმნა. პროდუქცია ვეგანურია და მის შემადგენლობაში მხოლოდ მცენარეული ინგრედიენტები შედის.

გვირილისა და ჟოლოს ექსტრაქტით დამზადებული შხაპის გელი, ტანის სკრაბი და აეროზოლი იცავს კანს სიმშრალისგან, აგრილებს და განსაკუთრებულ სურნელს ანიჭებს მას. ახლა კი, ორივე ხაზის პროდუქტებზე, უფრო დეტალურად გიამბობთ.

გვირილის ხაზი

შხაპის გელი (250მლ) – დილის და საღამოს შხაპის მიღებისას, იგრძნობთ, როგორ ცოცხლდება თქვენი კანი, ზაფხულის ცხელ დღეებში, მისი დახმარებით, მუდმივად, სისუფთავისა და სიგრილის შეგრძნება გექნებათ.

ტანის იოგურტი (200მლ) – აგრილებს კანს, აქვს გაზაფხულის მცენარეების გამორჩეული არომატი და ძალიან რბილი, გელის ტექსტურა. ის 48 საათის განმავლობაში კვებავს კანს და ხელს უწყობს ჰიდრატაციას [წყლის შეერთება სხვადასხვა ნივთიერებასთან].

ტანის აეროზოლი (100მლ) – შეიცავს გვირილის ექსტრაქტს და ჰიალურონის მჟავას [ნივთიერება, რომელიც კანის ჰიდრატაციას უწყობს ხელს]. სწორედ მათი დახმარებით აგრილებს და აპრიალებს კანს, აჯანსაღებს და იცავს მას გამოშრობისაგან.

ჟოლოს ხაზი

ტანის სკრაბი (250მლ) – თქვენს სხეულს კიდევ უფრო გაალამაზებს ეს კენკროვანი სკრაბი. ის გამდიდრებულია ჟოლოს მარცვლებითა და კაკლის ნაჭუჭით. ის ფენებად წმენდს კანს ისე, უნარჩუნებს სირბილეს, სიგლუვესა და სიგრილეს.

შხაპის გელი (250მლ) – თხევადი გელი გამდიდრებულია ჟოლოს ექსტრაქტით. ის თქვენს კანს სისუფთავით, სიგრილითა და ჟოლოს სურნელით გაამდიდრებს.

ტანის აეროზოლი (100მლ) – მომენტალურად აგრილებს კანს დამატენიანებელი სპირტების საშუალებით. ასევე ატენიანებს და ტოვებს არაჩვეულებრივ სურნელს. აეროზოლი გამდიდრებულია ჟოლოს მარცვლების ზეთით და შეიცავს ჰიალურონის მჟავას. ასეთი შემადგენლობის დახმარებით კვებავს კანს, იცავს სიმშრალისგან და ანიჭებს ჯანსაღ ბზინვარებას.

 

[R]

Google Assistant დაკარგული iPhone-ის პოვნაში დაგეხმარებათ!

Samsung “ყველაზე მძლავრ Galaxy მოწყობილობას” 28 აპრილს წარადგენს!