2026 წელს The Body Shop თავის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც აერთიანებს ბრენდის ისტორიას, ღირებულებებსა და მომავლის ხედვას.
ბრენდის დამფუძნებლის, Anita Roddick-ის ხედვა ეფუძნებოდა იდეას, რომ სილამაზე შეიძლება იყოს ეთიკური, თავისუფალი და ხელმისაწვდომი ყველასთვის. სწორედ ამ მიდგომამ ჩამოაყალიბა ბრენდი, რომელიც დღესაც გარემოზე ზრუნვის, მდგრადი განვითარების, ეთიკური წყაროების გამოყენებისა და სამართლიანი ვაჭრობის ერთგულია. ბრენდისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ის გავლენა, რომელსაც ის ახდენს ადამიანებზე: ქალებისა და გოგოების გაძლიერება, თვითრწმენის მხარდაჭერა და ბუნებრივი სილამაზის პოპულარიზაცია ბრენდის ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია.
27 მარტი – იუბილეს აღნიშვნა
The Body Shop-ის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 27 მარტი განსაკუთრებულ დღედ იქცევა ბრენდის მომხმარებლებისთვის. 27-28-29 მარტს მაღაზიებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე წარმოდგენილი იქნება სპეციალური შეთავაზებები და ექსკლუზიური ფასდაკლებები. ეს დღე იქნება არა მხოლოდ ბრენდის დაბადების დღის აღნიშვნა, არამედ მადლიერება იმ ერთგული მომხმარებლების მიმართ, რომლებიც უკვე მრავალი წელია The Body Shop-ის ისტორიას ქმნიან.The Body Shop-ის 50 წელი არის გზა, რომელიც დგას ღირებულებებზე, ადამიანებისა და საკუთარი თავის სიყვარულზე. წინ კიდევ უფრო საინტერესო, მრავალფეროვან და ინოვაციებით სავსე წელს გვპირდებიან.
სამომავლო გეგმები
The Body Shop 2026 წელს განახლებული ენერგიითა და მომხმარებელზე ორიენტირებული ხედვით განაგრძობს განვითარებას. საიუბილეო წელი ბრენდისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია. წლის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი ინოვაციური პროდუქტის წარმოდგენა როგორც სახის, ისე სხეულის მოვლის კატეგორიებში, პროდუქტები გამოირჩევა განსხვავებული ტექსტურებითა და მოქმედებით. ბრენდი ასევე გეგმავს ლიმიტირებული კოლექციებისა და განსაკუთრებული სურნელების გამოშვებას. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომხმარებლების საყვარელი, ნოსტალგიური პროდუქტების დაბრუნებასაც. პარალელურად, კომპანია აგრძელებს საერთაშორისო გაფართოებას, აძლიერებს ციფრულ არხებს და კიდევ უფრო ზრდის თავის აქტივიზმსა და სოციალურ გავლენას, რათა მომავალშიც დარჩეს მნიშვნელოვან ხმად სილამაზის ინდუსტრიაში.
[პარტნიორის კონტენტი]












