in

ხე, რომელიც წიგნისგან იზრდება

რაც დრო გადის  ეკოლოგიაზე სულ უფრო  მეტს ლაპარაკობენ, მაგრამ შედეგი არაა. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა ხეების გაჩეხვაა. შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ წიგნს ისე ვერ დაამზადებ თუ ხე არ მოიჭრა.

არგენტინაში ყველაზე ეკოლოგიური სარეკლამო კამპანია წამოიწყეს. საბავშვო წიგნების გამომცემლობამ “Pequeno Editor”-მა პირველმა გამოსცა ისეთი წიგნი, რომელიც წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ დარგოთ და ხე ამოვა. წიგნის ფურცლებში ხის თესლებია ჩაყრილი, რომელიც დარგვის შემდეგ ჩვეულებრივად იზრდება.

ნახეთ და დარწმუნდებით, სარეკლამო კამპანიებს ეკოლოგიის გაუმჯობესებაც შეუძლიათ.

“Volkswagen”-მა ავტომობილებს შორის “მეგობრული დისტანცია” განსაზღვრა

“Airbnb”-მა ხმელეთიდან წყალში გადაინაცვლა