in

სონის ახალი, წყალგამძლე Walkman-ი და მისი ორიგინალური შეფუთვა

სონიმ Consumer Electronics Show-ზე წლის დასაწყისში  ახალი პლეერი დააანონსა. თებერვლის დასაწყისში იაპონელებმა პლეერის ფართო წარმოება დაიწყეს.

წყალგამძლე პლეერები რამოდენიმე ბრენდს უკვე აქვს, სამაგიეროდ სონის პლეერს სუპერ-აქტიური აკუმულიატორი აქვს. 3 წუთი დამუხტვის შემდეგ 1 საათით სრული დატვირთვით შეგიძლიათ ამუშაოთ. მთლიანად მოწყობილობა 8 საათი შეუჩერებელ მუშაობაზეა გათვლილი.

გარდა ტექნიკური სიახლისა, სონის  ახალი Walkman-ს ორიგინალური შეფუთვა აქვს. პლეერი გაიყიდება ბოთლში, რომელიც წყლით არის სავსე. შეფუთვის დიზაინზე სააგენტო DraftFCB-მა იზრუნა. ამჯერად სონის ძირითადი სეგმენტი სპორტსმენებია და სააგენტოს ჩანაფიქრის მიხედვით, Walkman-ი წყლის ბოთლებში ფიტნეს ცენტრში და სხვადასხვა სპორტულ დარბაზებში გაიყიდება.

http://youtu.be/USJSOPPZoKI

 

”მაყურებელი ყოველთვის გრძნობს, როცა ემოცია ნამდვილია და არ არის დადგმული”

Samsung-მა Apple-ს კიდევ ერთხელ დასცინა