in

„ნამდვილი ამბები და არა, ციფრული Stories“ — Polaroid-ს სურს, რეალურ ცხოვრებასა და კადრებს დავუბრუნდეთ

ტიკტოკზე, ალბათ, თქვენც შეგხვდებოდათ თაობა ზეტის წარმომადგენლების ვიდეოები, რომ ვერ იტანენ სოციალურ მედიას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვიდეოსაც სოციალურ ქსელებში ათავსებენ… ასეა თუ ისე, ეს ამბავიც ციფრული გადაღლილობის ნაწილია, რომელიც ზრდას განაგრძობს. 

M2

ერთი მხრივ, თუ სოციალური ქსელები მეგობრებთან საკომუნიკაციო არხებს აჩენს, მეორე მხრივ, დიდად ზემოქმედებს ჩვენზე და მართავს კიდეც ჩვენსავე ყოველდღიურობას. თითქოს შეპყრობილი ვართ და ამან უკვე ძალიან დაგვღალა. ამ ტრენდს უკვე რეკლამირების სფეროშიც ამჩნევენ და, შედეგად, პოლაროიდი ახალ კამპანიას, სახელწოდებით The Camera for an Analog Life, გვთავაზობს. 

ბილბორდები ლონდონისა და ნიუ-იორკის ყველაზე გადატვირთულ ადგილებში მოათავსა, მასზე ჩვენთვის კარგად ნაცნობი პოლაროდის ფოტოები დაიტანა და მეტად საინტერესო წარწერებიც დაურთო: No one on their deathbed ever said: I wish I’d spent more time on my phone; Real stories. Not stories & reels… ამგვარად, პოლაროიდის გზავნილები ფიზიკურ სამყაროში მეტი დროის გატარებასა და ნამდვილი კავშირების დამყარებას ეხება. 

ბილბორდების გარდა, პარიზსა და ტოკიოში ბრენდმა სასეირნო ტურები მოაწყო — ადამიანებს მოუწოდა, 1 საათით გადაედოთ გვერდით ტელეფონები და ამ დროში ქალაქი თავიანთი Instant Flip კამერით შეესწავლათ…

ერთნაირი არსებები ვართ, შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენი გრძნობებით დავუკავშირდეთ ერთმანეთს, მაგრამ რაც უფრო ვკარგავთ თავს ციფრულ ალგორითმებში, მით უფრო ვშორდებით ემპათიასა და რეალურ კავშირებს. პოლაროიდი შეგვახსენებს, რომ საუკეთესო რაღაცები ცხოვრებაში ნამდვილ, ფიზიკურ სამყაროში ხდება, — ამბობს პატრიცია ვარელა, პოლაროიდიდან.

LEGO-მ F1-ისთვის თასები კუბიკებით ააწყო!

ხელოვნური ინტელექტი საკლასო ოთახებში აღწევს – Microsoft, OpenAI და Claude