17
Dec
2019

12 ფოტო – როგორ იცვლებოდა ინტერიერის დიზაინი 600 წლის განმავლობაში

17 Dec 2019

არქიტექტურის დაბადებიდან მოყოლებული, დროთა განმავლობაში ვითარდებოდა ინტერიერის დიზაინიც – იცვლებოდა ფორმები და ასევე იცვლებოდა ისიც, რაც ამ ფორმებს შიგნით იყო. დღესდღეობით ინტერიერის დიზაინის წარმოშობის ადგილად ეგვიპტეს მიიჩნევენ. სწორედ იმ დიზაინის, რომელიც დროთა განმავლობაში ტენდენციების შესაბამისად ვითარდებოდა და ყალიბდებოდა. 

HomeAdvisor-მა ახლახან შექმნა ახალი პროექტი იმისთვის, რომ კარგად წარმოეჩინა, თუ როგორ ვითარდებოდა ინტერიერის დიზაინი ბოლო 600 წლის განმავლობაში.

რენესანსი (1400 – 1600)

ნაჩვენები ინტერიერი რენესანსის ეპოქისთვისაა დამახასიათებელი. დიზაინში იმატებს ორნამენტები, ყურადღება ექცევა სიმეტრიასა და გეომეტრიულ ფორმებს, რაც საბოლოო ჯამში ევროპულ დიზაინს სხვაგვარ ჰარმონიას ანიჭებს.

ბაროკო (1590-1725)

ბაროკო – ამ დროინდელი დიზაინი საკმაო დრამატულობითა და, ამავდროულად, დახვეწილობით გამოირჩეოდა. ავეჯის მასალაში ხშირად იყენებდნენ ტროპიკულ ხეებს, სპილოს ძაფებსა და სხვა ეგზოტიკურ მასალებს.

როკოკო (1700)

როკოკოს დიზაინი ეკლესიურ სტილთან ასოცირდება ხოლმე. ბაროკოს მძიმე, დრამატული დიზაინიდან ინტერიერი გადადის უფრო მსუბუქ დიზაინზე.

ნეოკლასიციზმი (1780 – 1880)

ბაროკოსა და როკოკოს პომპეზური დიზაინი გადადის ნეოკლასიკურ დიზაინზე, რაც ინტერიერის “გაუბრალოებას” გულისხმობს.

Arts and Crafts (1860-1910)

Arts and Crafts ინგლისში ჩამოყალიბებული მოძრაობაა, რომელმაც ინტერიერში დაამკვიდრა სიმარტივის, ხარისხის და ბუნებასთან კავშირის დეტალები.

არტ-ნუვო (1890-1920)

არტ ნუვო საუკუნის “ახალი ხელოვნება” იყო. ამ დროის ავეჯი და ინტერიერი იაპონური კულტურიდანაა ინსპირირებული – ეს კულტურა კი არტ ნუვოს ევროპელმა წარმომადგენლებმა საუკუნის დასაწყისში იხილეს.

არტ დეკო (1920-1960)

გლამურული დღესასწაული – ამგვარად ახასიათებენ არტ დეკოს, რომელიც მე-20 საუკუნისთვისაა დამახასიათებელი.

მოდერნიზმი (1880-1940)

Arts and Craft-ისმაგვარად მოდერნი სტილზე მეტად ფილოსოფიაა. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი ბოლო გამოშვების ტექნოლოგიითა და ავეჯითაა მოწყობილი.

ბაუჰაუსი (1919-1934)

ბაუჰაუსი გერმანული ხელოვნებისა და არქიტექტურის სკოლაა. მან მხოლოდ 14 წელი იარსება, მანამ, სანამ ნაცისტები აიღებდნენ ხელში ძალაუფლებას. ბაუჰაუსსაც სიმარტივე ახასიათებს – ის არაფერს მალავს და ყველაფერი ზედაპირზე ამოაქვს.

შუა საუკუნის მოდერნი (1930-დღემდე)

შუა საუკუნის მოდერნისთვის დამახასიათებელია ბრაზილიური და სკანდინავიური ავეჯი. მოდერნი თავისუფლდება ბევრი ფერისგან და სადაა – თუმცა, თანამედროვე და მყუდრო.

პოსტმოდერნი (1978-დღემდე)

პოსტმოდერნიზმის ინტერიერს ახასიათებს სურეალისტური დეტალები და თანამედროვე ხელოვნების მძაფრი გავლენა. ყველაფერი ეს კი ავეჯისა და კედლების ფერებსა და ფორმებში პოულობს გამოხატვას.

კონტემპორარი (1980-დღემდე)

კონტემპორარი დიზაინი იღებს გარკვეულ შტრიხებს მოდერნიზმიდან. გლუვი, შიშველი იატაკი და უხეში კედლები ქმნის სივრცის შეგრძნებას. აქ მთლიანად სივრცის გამოჩენაზეა ორიენტირებული ყველა დეტალი – განათებიდან დაწყებული ფერებით დასრულებული.

რუბრიკა “გარემოს” წარმდგენია “მწვანე ქალაქი ლისზე”.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა