in

ჩამოსხმული წყლის ჩინელი მაგნატი მსოფლიოს მე-6 ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

ჟონგ შანშანი, Nongfu Spring ჩინეთში, ბოთლებში ჩამოსხმული წყლის უდიდესი კომპანიის თავმჯდომარე, პლანეტის მეექვსე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. მისი კომპანიის წილები 2021 წლის დასაწყისიდან 20%-ით გაიზარდა.

ჟონგმა ჩინეთში ყველა მრეწველობის მაგნატს გადაუსწრო და ქვეყნის ყველაზე მდიდარ პიროვნებად იქცა. მისი ქონება ამჟამად 91,7 მილიარდი დოლარია, რაც ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის ქონებაზე მეტია (86,2 მილიარდი დოლარი), თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბაფეტმა 2006 წლიდან 37 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქცია გასცა.

მართალია, 2020 საკმაოდ კრიზისული იყო მთელი მსოფლიოსთვის, თუმცა ის კარგი წელი აღმოჩნდა ულტრა-მდიდრებისთვის. განსაკუთრებული გამონაკლისი არის ბიზნესმენი და ინვესტორი – ჯეკ მა, ბოლო დრომდე აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელმაც პანდემიის პირობებში 10 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ ჟონგ შანშანმა იზრუნა არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ოჯახის წევრებისა და ახლობლების გამდიდრებაზეც. იგი მნიშვნელოვნად დაეხმარა თავის დას და ცოლის ნათესავებს.

ABK-ს თანამშრომლები კომპანიის თანამფლობელები ხდებიან!

„ლანჩობას“ 2020 და ახალი პროდუქტი