ოსკაროსანი მსახიობი ჯორჯ კლუნი არამხოლოდ ცნობილი სახეა, რომელიც Nespresso-ს რეკლამას უკეთებს, არამედ უკვე ბრენდის ვიდეორგოლების რეჟისორიც კი გახდა. სულ ახლახან, ყავის მწარმოებელმა კომპანიამ ახალი ვიდეო გამოუშვა, რომლის ავტორიც უშუალოდ ჯორჯია, თუმცა სააგენტო JWT-ის წვლილიც საკმაოდ დიდია. ახალი ვიდეოს ისტორია არჩევანზეა, რომელსაც თითოეული ადამიანი ყოველდღიურად აკეთებს და რომლებიც სწორედ ჩვენს პიროვნულობას გამოხატავენ.














