in

ნუკი ჩიხლაძემ და გიორგი ხერგიანმა The Clios-ზე ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვეს

გარდა იმისა, რომ Miami Ad School-ის ქართველი სტუდენტები არიან, ნუკი ჩიხლაძემ და გიორგი ხერგიანმა კიდევ ერთი წარმატება გაიზიარეს. ამჟამად მათ პრესტიჟული ამერიკული კონკურსის, The Clio-ს მუსიკალურ კატეგორიაში ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის კონცეფცია ცნობილი პლატფორმის, Spotify-სთვის შეიქმნა და გულისხმობს Spotify-ს მაჯის საათთან დაკავშირებას…

მე და გიორგი ხერგიანი დიდი ხანია ერთად ვმონაწილეობთ კონკურსებში, თუმცა საქართველოდან წამოსვლის შემდეგ ეს ჩვენი პირველი საერთაშორისო ჯილდოა. ჩვენ, როგორც სტუდენტებმა, მივიღეთ მონაწილეობა Clio Music Awards-ში და ჩვენმა ნამუშევარმა ბრინჯაოს პრიზი დაიმსახურა.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მუსიკას მნიშვნელოვნად შეუძლია ადამიანის განწყობის გაუმჯობესება, რაც დღევანდელ სამყაროში შეიძლება ბევრ ახალგაზრდას დაეხმაროს.

ჩვენი იდეა იყო, რომ სფოთიფაი დაგვეკავშირებინა ციფრულ მაჯის საათთან…იმ შემთხვევაში, თუ „ჭკვიანი” საათი, პულსზე ან სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, შეამჩნევდა, რომ ადამიანს სჭირდებოდა დახმარება, მაშინ Spotify-ს AI ავტომატურად გაუგზავნიდა მუსიკის რეკომენდაციას, რომელიც მფლობელს დაეხმარებოდა სტრესის დონის დაწევაში.

დღესდღეობით, როცა ამდენი პრობლემაა მსოფლიოში, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და, ალბათ, ესეც გახდა იმის მიზეზი, თუ რატომაც მოვახერხეთ ჟიურის გულის მოგება“, – აღნიშნავს ნუკი ჩიხლაძე.

რა გამოწვევებს აწყდებიან დამწყები დირექტორები

კროკობეთი ჰაიდენჰაიმის რეგიონალური სპონსორია!