ამბავი ასეთია — დიზაინის სტუდია Dorothy-მ გადაწყვიტა, პატივი მიეგო იმ ფაქტისთვის, რომ ტეილორს ფერები ძალიან უყვარს, ეს კი ახალი პოსტერით გამოხატა. სახელიც მარტივია The Colours of Taylor Swift, რომელშიც თითოეული ფერი პატარა ოთხკუთხედშია მოთავსებული, საღებავების ფერთა პალიტრას ჰგავს და ცისარტყელას ბადეშია ნაჩვენები.
რაღა თქმა უნდა, ამ დროს დოროთის დიზაინერები იმ ფერებსაც დააკვირდნენ, რომლებსაც სვიფტი Eras Tour-ზე იყენებს, იქნება ეს იასამნისფერი Speak Now-სთვის და შავი Reputation-ისთვის… ინსპირაციის წყაროდ სიმღერებს Bad Blood-ს, Cruel Summer-სა და Picture to Burn-ს ასახელებენ, ადგილებსაც, რომელთა შორისაც The Bluebird Cafe, The Lakes და The Black Dog მოხვდა, ადამიანებსაც, რომელშიც ლიზ როუზსა და ემა სტოუნს მოიაზრებენ. არც ტეილორის საყვარელი კატა Meredith Grey დავიწყებიათ, არც ტუჩსაცხი Ruby Woo და არც კოქტეილი French Blonde. შედეგი კი თავად ნახეთ: