აღიარებული ფაქტია, რომ ადამიანების 70% სხვის დამთქნარებაზე თვითონაც ამთქნარებს. ეს ფაქტი ყავა პელემ გამოიყენა და მთქნარების რეფლექსზე სარეკლამო კამპანია ააგო.
სააგენტო “Lew’Lara\TBWA”-მ მეტროს სადგურებში სენსორებით აღჭურვილი ბილბორდები დააყენა, რომელიც გამვლელზე რეაგირებდა და მთქნარებას იწყებდა. შედეგად თითქმის მთელმა სადგურმა მთქნარება დაიწყო და ამ მომენტში ყავა პელე გამოჩნდა, რომელმაც ძილის საწინააღმდეგოდ მომხმარებელს ყავა შესთავაზა.