in

ფილმი, მერაბ ნინიძისა და ბენედიქტს კამბერბეტჩის მონაწილეობით, 19 მარტიდან გამოვა

მერაბ ნინიძე, ამ როლისთვის, BIFA-ს ნომინაციაზე წარადგინეს

ფილმი The Courier, მერაბ ნინიძის, ბენედიქტ კამბერბეტჩის, რეიჩელ ბროსნაანისა და ჯესი ბაკლის მონაწილეობით, ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. ესაა ჯაშუშური თრილერი, რომლის გმირი გრევილ ვინი (ბენედიქტ კამბერბეტჩის შესრულებით) ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო კონფლიქტშია გახვეული. ბრიტანული MI6-სა და CIA-ს ოპერატიული ინფორმაციით, ის საიდუმლოდ თანამშრომლობს საბჭოთა ოფიცერთან (მერაბ ნინიძის შესრულებით). IMDB-ის ინფორმაციით, ფილმი საერთაშორისო კინოთეატრებში 19 მარტიდან გამოჩნდება.

The Courier-ში შედრულებული როლისთვის, მერაბ ნინიძე ბრიტანული დამოუკიდებელი კინოდაჯილდოება BIFA-ს ნომინაციაზეა წარდგენილი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის. BIFA-ს შედეგები 2021 წლის თებერვალში გახდება ცნობილი.

როგორ მოიპოვა ისრაელმა იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე სჭირდება

საჩუქრად კარტოფილი ფრი და ალისიასთან მყისიერი გამიჯნურება – ამბავი სებასტიანისა