in

THE Crossroads ახალ პლატფორმას წარადგენს

THE Crossroads ის გუნდმა სამუშაო შეხვედრა გამართა სტარტაპებთან. ღონისძიება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში მოეწყო, სადაც THE Crossroads ის თანადამფუძნებლებმა ნიკოლოზ კობახიძემ, სვეტალ კუმარმა და საერთაშორისო პარტნიორმა ლინდა პერეირაახალი პლატფორმა წარადგინეს.

ახალი პლატფორმა THE Crossroads

THE Crossroads – ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც ორიენტირს იღებს სტარტაპ ეკოსისტემის ხელშესაწყობად. ინიციატივა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტარტაპებისა და ინვესტორების განვითარებისათვის ადეკვატური გარემოს ჩამოყალიბებას.

იდენტიფიცირება მოხდეს სტარტაპების საჭიროებების და შესაბამისი ინტერესების მქონე ინვესტორებთან დაკავშირება უზრუნველყოს. ამისთვის აუცილებელია სტარტაპებს მიეწოდოს მათივე მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება. ამისათვის THE Crossroads დაგეგმილი აქვს შემდეგი ეტაპები:

  • პროგრამის გაცნობა სტარტაპებსა და ინვესტორთათვის;
  • სტარტაპ იდეების ონლაინ კონკურსის გამოცხადება;
  • საკონკურსო შედეგების გამოვლენა;
  • სტარტაპების აქსელერაციის მოკლევადიანი ონლაინ პროგრამა;
  • THE Crossroads შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოვება; (1-3 სექტემბერი)
ავთანდილ კასრაძე, სვეტალ კუმარი, ნინო ლორთქიფანიძე, იასინ ებაუდაუდი

სექტემბერში დაგეგმილ THE Crossroads პლათფორმის გამხსნელ ღონისძიებაზე, კონკურსში გამარჯვებულ სტარტაპებს დიდ სცენაზე საკუთარი იდეების ინვესტორებისათვის წარდგენის (Pitching) შესაძლებლობა მიეცემათ.

რეგიონული ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოში წარმატებულ სტარტაპებს, სპიკერებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების ქვეყანაში მოზიდვას.

მონაწილე ქვეყნები:
ისრაელი, აშშ, პორტუგალია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, სერბეთი, გაერთიანებული ემირატები, ინდოეთი, უნგრეთი

თემები:

ხელოვნური ინტელექტი და პროცესების ციფრულ ფორმატში გადატანა, როოტიქსი, ფინტეკი, მობილურობა, ტელეკომუნიკაციები, აგრო, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში არსებული ტექნოლოგიები, მრეწველობა, მდგრადი განვითარება და ე.წ მომავალი თაობის ინფრასტრუქტურა.

რატომ უნდა დავესწრო?

გაიგებთ უახლეს ტრენდებს და მოთხოვნებს, რაც შეესაბამება საქართველოს ბაზარს. დაამყარებთ კონტაქტებს, როგორც ადგილობრივ, ასევე 10-მდე ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან. ისიამოვნებთ გასართობი ნაწილით, ახალი კონტაქტების დამყარებით და რაც მთავარია მიიღებთ შთაგონებას, როგორც არსებული სტარტაპის განვითარებისთვის, ასევე ახალი მიმართულებების და იდეების დამუშავებისათვის.

THE Crossroads დღის წესრიგი:

  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25 ივლისი
  • 15 ნახევარფინალისტის გამოვლენა: 10 აგვისტო
  • მოკლევადიანი აქსელერაციის პროგრამა: 20-დან 30 აგვისტომდე
  • ინვესტორებისათვის იდეების წარდგენის კონკურსი: 3 სექტემბერი

 

სარეგისტრაციო ლინკი იხილეთ აქ.

 

[R]

ირაკლი დოლიძე: თეატრი – ბავშვობის შთაბეჭდილებიდან საიუბილეო დიზაინამდე

უნისექს სპორტული სამოსი საფეხბურთო გუნდებისა და კლუბების ბრენდირებით – ქართული სტარტაპი, CAPTAIN