in

მადლიერების კულტურა – რა მოსწონთ და რა აღიზიანებთ თანამშრომლებს მენეჯერების ქცევაში?

ხარვეზები, რომელიც მენეჯერებისა და თანამშრომლების ურთიერთობაში წარმოიშვება.

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელი ოფისში მიდის, რომელსაც უფროსის მიერ, მის მაგიდაზე დატოვებული სტანდარტული სასაჩუქრე ბარათი ხვდება. იმის მაგივრად, რომ თანამშრომელს გაუხარდეს, კომპანიაში ყოფნის 10 წელს რომ ულოცავენ, ის თვალებს ატრიალებს და უკმაყოფილოდ იწყებს საქმის შესრულებას.

pasha-statiebi
pasha-statiebi

საჩუქარი ზოგადია. მოვალეობის მოხდას რომ ჰგავს, ისეთი ჟესტი. შესაძლოა, მენეჯერისთვის გაუგებარი იყოს, რატომ არ არის ბედნიერი და კმაყოფილი მისი თანამშრომელი, მიუხედავად, სასიამოვნო ქმედებისა.

დღეს, სწორედ იმ ხარვეზებზე გვინდა საუბარი, რომელიც მენეჯერებსა და თანამშრომლებს შორის ურთიერთობაში წარმოიშვება:

თანამშრომლებისა და მენეჯერების აღქმებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. მაგალითად, ხშირად მენეჯერებს, სრულიად უსაფუძვლოდ, მიაჩნიათ, რომ თანამშრომლებმა იციან, მათ მიმართ, მენეჯერების განწყობებისა და დამოკიდებულებების შესახებ.

მრავალი მენეჯერი, ასევე, აცხადებს, რომ მადლიერების გაზიარება უჭირს. ზოგი წუხს, რომ მათი ძალისხმევა, თითოეული თანამშრომლის მიმართ, მადლიერების გამოხატვის მიზნით, ამ პროცესს რუტინად და მომაბეზრებლად აქცევს. მეორე მხრივ კი, თანამშრომლები ამას, როგორც კომპლექსურ ამოცანას ვერ აღიქვამენ და სწრაფად და მკაფიოდ აზიარებენ იმას, თუ როგორ შეუძლიათ მენეჯერებს თანამშრომლების მიმართ, მადლიერების გამოხატვა ზუსტი და ეფექტური გზებით:

1. ხშირი, მარტივი კომუნიკაცია. უბრალოდ, „დილა მშვიდობისა“ ან „როგორ ხარ?“ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ოფიციალური აღიარება. თუ შექმნით რიტუალებს, რომლებიც თანამშრომლებს შესაძლებლობას მისცემს, გაგიზიარონ ამბები იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ, ან რაზე მუშაობენ, ეს მათთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

2. გაწონასწორებული უკუკავშირი. თანამშრომლებს სურთ, იცოდნენ, რას აკეთებენ კარგად, ასევე რა ნაწილში სჭირდებათ გაუმჯობესება. უკუკავშირის მიღება ერთ-ერთი მთავარი რამ არის, რისი მოლოდინიც მათ მენეჯერებისგან აქვთ. როგორც ერთმა თანამშრომელმა განმარტა, მისი მენეჯერისგან შექების მიღება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ მას არასდროს მიუღია გაუმჯობესებაზე ორიენტირებული შეფასებები, მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რამდენად ადეკვატური იყო, მის მიმართ, მენეჯერის აზრები. ამავდროულად, ზოგიერთმა თანამშრომელმა, რომლებსაც მხოლოდ ნეგატიური უკუკავშირის გამოცდილება ჰქონდათ, ასევე, აღარ სურდათ შეფასების მოსმენა, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ვერასდროს შეძლებდნენ საქმის შესაფერისად გაკეთებას.

3. იზრუნეთ მათ განვითარებაზე. „ჩემი მენეჯერი მუდმივად საქმის კურსშია, რას ვაკეთებ და მე ვიცი, რომ ის ხედავს, ვვითარდები. საქმე ისაა, რომ ის არ ზრუნავს ჩემთვის დამატებითი შესაძლებლობების მოცემაზე“. ამიტომ, ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ ინფორმაციის ფლობა საკმარისია, რას აკეთებენ თქვენს გუნდში. იზრუნეთ მათი შესაძლებლობების გაფართოებაზე.

4. ითანამშრომლეთ მოქნილად. დღეს, მართალია, სახლიდან მუშაობა სავალდებულოც კი გახდა, თუმცა მოქნილი, ჰიბრიდული გრაფიკის შეთავაზება, ან, თუნდაც, სამსახურში გვიან მისვლის შესაძლებლობა –  მუშაობის ასეთი ფორმატი თანამშრომლების მიმართ, ნდობასა და დაფასებას გამოხატავს. ბევრი თანამშრომელი ამას აღიქვამს, როგორც „უდიდეს აღიარებას“.

5. ჩვევად გაიხადე. შესაძლოა, თქვენი კვირის პირველი 15 წუთი პირადი მადლობის წერილის დაწერას, თქვენი გუნდის შეხვედრების შეძახილებით დაწყებას და ა.შ. დაუთმოთ და გააჟღეროთ გუნდის წევრების ინდივიდუალური მიღწევები. ამ აქტივობებს ძალიან ცოტა დრო სჭირდება, თუმცა თუ მათ ჩვევად გაიხდით, ეს ბევრად უფრო სასიამოვნო კორპორატიული კულტურის წინაპირობა გახდება.

შეცდომების თავიდან ასაცილებლად:

1. მადლიერების გამოხატვისგან, რომელიც არაავთენტურია ან ზოგადი, თავი შეიკავეთ, ვინაიდან საპირისპიროდ, ნეგატიურადაც კი მოქმედებს. უკუკავშირი უნდა იყოს კონკრეტული და ნამდვილი.

2. ბევრი საქმით დატვირთული მენეჯერი მიიჩნევს, რომ პროცედურები, როგორიცაა: ყოველწლიური მიმოხილვა, კვარტალური შემოწმება და თანამშრომლების დასახელების ჯილდოები, დროის კარგვაა. თანამშრომლებისთვის კი პირიქით, ეს ის პროცესებია, რაც მათ პროგრესსა და საქმიანობასთან დაკავშირებულ ცნობებს იძლევა. როდესაც მენეჯერი მათ გამოტოვებს, თანამშრომლები ხშირად ასკვნიან, რომ მენეჯერი მათ სათანადოდ არ აფასებს.

4. თუ მადლიერების გამოხატვა გიჭირთ, ყალბი ქცევის ნაცვლად, თანამშრომლებს შეგიძლიათ, აცნობოთ, რომ მადლიერების გამოხატვის უნარების განვითარებაზე, როგორც ლიდერი მუშაობთ. დაუთმეთ დრო თანამშრომლებს და ჰკითხეთ, როგორ, რა ფორმით სურთ აღიარება? ზოგს შეიძლება, სიამოვნებდეს მადლიერების საჯაროდ გამოხატვა, ზოგს ამის თქმა ინტერპერსონალურ საუბარში მოსწონდეს და სხვა. მთავარია, იცოდეთ თქვენი თანამშრომლების ინდივიდუალური პრეფერენციები.

მადლიერების გამოხატვის საუკეთესო ნაწილი არის ის, რომ უფასოა და დიდ დროს არ მოითხოვს. ის შეიძლება, მიმართული იყოს თანამშრომლის, კოლეგის, უფროსისკენ. როდესაც თავად ლიდერები მონაწილეობენ ამ პროცესში, მადლიერების კულტურა უფრო სწრაფად ვრცელდება..

დაიწყეთ გარშემომყოფთა მიმართ, გულწრფელი მადლიერების გამოხატვა და ნახეთ, გარემო უკეთესობისკენ როგორ შეიცვლება!

წყარო: HBR



დრონებს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებისთვის იყენებენ!

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი – “ფარმადეპო” გაიხსნა