in

ჰიუ ჯეკმანის საქველმოქმედო “პოზიტიური ყავა”

ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა კომერციასა და ბიზნესზე წარმოდგენა სრულიად შეცვალა. მან გახსნა ერთი ჩვეულებრივი მაღაზია, რომელიც სხვებისგან ვაჭრობის პრინციპით განსხვავდება. მაღაზიის მთლიანი მოგება საქველმოქმედო საქმეს ხმარდება.

კომპანია “Keurig Green Mountain”-მა ჰიუ ჯეკმანის საქველმოქმედო მაღაზიისთვის ყავა შექმნა, რომელიც მხოლოდ ჯეკმანის მაღაზიაში გაიყიდება. ყავის ბრენდინგზე და სარეკლამო რგოლზე სააგენტო “Havas Worldwide”-მა იზრუნა.

ვიდეო რგოლში “The Cup Half Full” ჯეკმანი მომხმარებელს “Laughing Man”-ის პროექტის შექმნაზე უყვება. საქველმოქმედო მაღაზიის შექმნის იდეა 2009 წელს ეთიოპიაში მოგზაურობისას დაებადა. ჯეკმანმა ერთი ჩვეულებრივი ფერმერი გაიცნო, რომელმაც ჯეკმანს სამყაროზე წარმოდგენა სრულიად შეუცვალა და შთაგონების წყაროდ იქცა.

https://youtu.be/oN8APvU2P6w

“Forbes”-მა ყველაზე შემოსავლიანი ბრენდების სია გამოაქვეყნა

თვალის ჩოგბურთი, ქაღალდბურთი და მუსიკალური სკამი! – ქართული ჩიფსის FRIXX-ის კამპანია გრძელდება