in

მიმი, რომელიც ყველას AI ეგონა, ილუსტრატორის დახატული აღმოჩნდა

ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც დიდ ეკრანებზე The Devil Wears Prada 2 გამოჩნდა, კინომოყვარულები აქტიურად აკვირდებიან ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიზუალებს. ერთ-ერთმა მათგანმა ნამდვილად მიიქცია ყურადღება, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის ადამიანმა შექმნა – არტისტმა, რომელმაც უნებლიედ AI-ს სტილი იმაზე დამაჯერებლად გაიმეორა, ვიდრე თავად AI ახერხებს ადამიანური ნამუშევრების იმიტაციას.

BOG
BOG

ფილმის გულშემატკივრები ამ ფაქტმა გაახარა. ისიც, რომ გამოსახულება ადამიანმა შექმნა, ერთგვარ ირონიას სძენს მოდის ბრენდების იმ გატაცებას, რომლებიც მანქანით გენერირებულ ვიზუალებს ანიჭებენ უპირატესობას. ამავდროულად, ეს ამბავი ნაწილობრივ ანეიტრალებს იმ უცნაურ დიზაინერულ გადაწყვეტილებებსაც, რომლებიც ფილმის პოსტერებში იყო.

რეჟისორ დევიდ ფრენკელის მიერ გადაღებულ ფილმში The Devil Wears Prada 2, გამოგონილი მოდის ჟურნალი Runway გაყიდვების კლებისა და რეპუტაციული კრიზისის წინაშე დგას. კრიტიკის ფონზე AI-მიმი ჩნდება, რომელიც მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისტლისკენაა (რომელსაც ასრულებს Meryl Streep) მიმართული. მიმში მირანდა სწრაფი კვების რესტორანში მუშაობს და აწერია ფრაზა: „შეკვეთასთან ერთად ტყუილიც გნებავთ?“

ციფრულმა არტისტმა, ალექსის ფრანკლინმა, რომელიც იყენებს Procreate-სა და Adobe Photoshop-ს, ეს გამოსახულება სრულად ხელით შექმნა. მისთვის არ უთხოვიათ AI-სტილის მიბაძვა – დავალება იყო, უბრალოდ, „იაფფასიანი მიმის“ გაკეთება.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ბევრი მიმი AI-ს დახმარებით იქმნება, ლოგიკურია, რომ გამოსახულებამ მიიღო ის უცნაური, „უსულო“ ესთეტიკა, რომელიც ხშირად AI-გენერირებულ ვიზუალებს ახასიათებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგია საერთოდ არ გამოყენებულა. ნამუშევარში ჩანს AI-არტთან ასოცირებული ელემენტები: დაბლარული და დეფორმირებული ტექსტი, ასევე ცნობილი ოქროსფერი რეტროტონი.

ბევრი მაყურებლისთვის სასიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ ნამუშევარი ადამიანმა შექმნა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა თავად ფილმშიც AI განიხილება, როგორც პოტენციური საფრთხე, რომელმაც შეიძლება ჩაანაცვლოს ადამიანური გემოვნება და სამუშაო ადგილებიც კი. ამის გამო ეს გამოსახულება ზოგისთვის ფილმის გზავნილის ნაწილადაც აღიქმება.

თავად არტისტი ამბობს, რომ გაოცებულია რეაქციებით, რადგან ის დაიქირავეს კონკრეტულად ამ მიმის გასაკეთებელად, რომელიც ეკრანზე სულ რამდენიმე წამით უნდა გამოჩენილიყო და უნდა ყოფილიყო მყისიერად გასაგები. „მაგრამ, როგორც ჩანს, AI-ნაგვის სტილი ზუსტად დაიჭირე, რაც მართლა უცნაური კომპლიმენტია”, – განაცხადა მან.

გზა ქუთაისიდან ტექნოლოგიების სამყაროში – საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, გიორგი ბურჯალიანი

როგორ შევთავაზოთ მომხმარებელს ფასდაკლება სწორად