თქვენი აზრით, ბავშვები რამდენად ხშირად სთხოვენ მშობლებს შინაური ცხოველის ყოლას? სტატისტიკის თანახმად, ისინი ამას, საშუალოდ, თვეში 11-ჯერ აკეთებენ. ხოლო არდადეგების შემთხვევაში ეს ინტენსივობა 18-მდე იზრდება. ამასთან, ზოგჯერ სურვილი არა მხოლოდ ვერბალურად, არამედ სხვა საშუალებებით ვლინდება. მაგალითად, ბავშვები ოთხფეხა მეგობრებს ხატავენ… როგორც წესი, მათთვის ხატვა ოცნებებისა და სურვილების გადმოცემის საშუალებას წარმოადგენს.
სწორედ ამ ბავშვური ოცნებების ინსპირაციით, BBDO NY-ის დახმარებით, PEDIGREE® ბრენდი ერთგვარ ჯინად იქცა. სურვილის ასასრულებლად, საჭიროა ნახატი, ნახატის ფოტოსურათი და წვდომა Rescue Doodles პროგრამაზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენი შვილის ფანტაზიაში წარმოქმნილი ძაღლი იყოლიოთ.
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით და მანქანათმცოდნეობის მოდელით, Adopt-a-Pet.com, კომპანია Kinship-ის მიერ შემუშავებულ პროგრამას შეუძლია, ფოტოზე მოცემული გამოსახულების მსგავსი ნამდვილი ძაღლი იპოვოს. ეს პროგრამა უნიკალურია, რადგან მას ბავშვებისთვის ყოველდღიური, მარტივი აქტივობა, ხატვა სჭირდება.












