25
Apr
2018

20 ძაღლის ქანდაკება ბარსელონას ცენტრში! – Ogilvy Barcelona-ს კამპანია მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად

25 Apr 2018



ბარსელონაში, გასულ წელს, უსახლკაროდ 1,400 ცხოველი დარჩა, მათი უმეტესობა ძაღლია. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ქუჩაში დატოვებული ცხოველების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად და მიტოვებული ძაღლებისთვის მოსიყვარულე ოჯახების საპოვნელად, სააგენტო Ogilvy Barcelona-მ ორიგინალური და საინტერესო კამპანია წამოიწყო. აქტივობის ფარგლებში, ბარსელონას ქუჩებში სააგენტომ ხეებსა და ბოძებზე მიბმული ძაღლის ფიგურების განათავსა, თითოეულ მათგანზე ემოციური ისტორია და თავშესაფრის მისამართი განათავსა.

 

განხილვა