ზოგჯერ ამბობენ, რომ ერთი ან რამდენიმე ადამიანის მცირედ ძალისხმევას აზრი არ აქვს, რადგან გლობალურ შედეგს ვერ მოიტანს, მნიშვნელოვანს ვერაფერს შეცვლის. ეთანხმებით? ჰოლანდიური კომპანია Dopper ერთჯერადი პლასტმასას მოხმარების წინააღმდეგ გამოდის. ამასთან დაკავშირებით, ბრენდმა ოკეანის მსოფლიო დღეს დოკუმენტური ვიდეორგოლების სერია მიუძღვნა. კამპანიაში მონაწილეობენ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი, თუნდაც მცირე, წვლილი შეიტანონ ერთჯერად პლასტმასასთან ბრძოლაში. შესაძლოა, თვლიდეთ, რომ ეს მეტისმეტად ცოტაა, თუმცა გაიცანით ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ, მათი ძალისხმევა იყოს “ზღვაში წვეთი”, ვიდრე უმოქმედოდ ისხდნენ.
ცვლილებების ტალღა, ოკეანის დასაცავად! – კამპანია The Dopper Wave
