in

Google-ის თავკაცი “The Economist”-ის რეკლამაში

გუგლის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი ერიკ შმიტი, ბრიტანული ჟურნალის “The Economist”-ის რეკლამაში გადაიღეს.

რეკლამის კონცეფცია სარეკლამო სააგენტოს Eyeball-ს ეკუთვნის და მისი გადაღებები გუგლის ნიუ-იორკის ოფისში მიმდინარეობდა. ვიდეო 1996 წელს გადაღებული რეკლამის რიმეიქია, რომელშიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისენჯერი გადაიღეს. ახალ ვერსიაში ერიკ შმიტი თავის  თანამშრომელთან ერთად ლიფტში შედის. “შეხედეთ, თქვენ ერიკ შმიტთან ერთად ლიფტში მოხვდით. მზად ხართ საუბრისთვის?”

კრეატორები ვიდეოს მეშვეობით შეეცადნენ ეთქვათ, რომ “The Economist”-ის მკითხველი ყოველთვის მზად არის ლაპარაკი პირველმა დაიწყოს. ბოლო წლებია ჟურნალი ცდილობს მთლიანად ინტერნეტ პლატფორმაზე გადასვლას, რადგან მათი აუდიტორია საგრძნობლად გაზრდილია და დიდი ნაწილი ახალგაზრდებს უკავიათ. სწორედ სარეკლამო კამპანიების და ვიდეო რგოლების დახმარებით ჟურნალი თავისი ციფრული გამოცემის რეკლამირებას ცდილობს.

ნახეთ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიზეზი თუ რატომ უნდა იკითხოთ (The Economist)

“GAP”-ის ახალი და უჩვეულო კამპანია

ადგილი დაკავებულია! – მარკეტერის ექსკლუზიური ინტერვიუ