Toblerone-მა გადაწყვიტა, უკვე დაიწყოს აღდგომის დღესასწაულისთვის მზადება და ამისათვის The Edgy Egg შექმნა — კლასიკური შოკოლადისგან სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაცია.
ბრენდის ლიმიტირებული შოკოლადი კვერცხის ფორმისაა, თუმცა ის თავისი „ფესვების ერთგული რჩება“, თავისი წახნაგოვანი დამუშავებით. შოკოლადი ფოლგაშია შეფუთული, ყუთზე კი გამოსახულია აღდგომასთან დაკავშირებული ისეთი დეტალები, როგორებიცაა კურდღლები, პეპლები, ფუტკარი და ფრინველები.