in

შესანიშნავი ექსპერიმენტი, რომელიც მეცნიერებს და მუსიკას აერთიანებს

იაპონურმა კომპანია “Suntory”-მ თავისი ენერგეტიკული სასმელის “Shuchu Regain”-ის რეკლამისთვის მუსიკის და მეცნიერების გაერთიანება გადაწყვიტა. მწარმოებელმა რამდენიმე სააგენტოსთან ერთად (Dentsu, Ignite და Partу) ექსპერიმენტი განახორციელა, რომელშიც მონაწილეობა 43-მა ადამიანმა მიიღო.

ვიდეოში “The Extreme Minuet: World’s Fastest Orchestra” 43 თეთრხალათიანი მონეტებს “Shuchu Regain”-ით სავსე ავზში ყრის. ორიგინალურ ტემპში მხოლოდ მონეტების შხრიალი ისმის, ხოლო როდესაც კადრი და ხმა შეანელეს, ხმა პატარა სიმფონიას წააგავდა. ყველა ავზში სხვადასხვა მოცულობის სასმელი იყო, სწორედ ამიტომ, მონეტები სხვადასხვა ხმას გამოსცემდნენ.

დიზაინერებმა ვისკის ახალი უნიკალური სასმისი შექმნეს

ქუჩის ძაღლები თავშესაფრის ძიებაში – “MC Saatchi”-ს შედევრი