15
May
2019

სატრანსპორტო რევოლუცია იაპონიაში

15 May 2019

იაპონიაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მატარებელი შექმნეს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/ს-ია, თუმცა, მგზავრების გადაყვანისას, 360 კმ/ს-ზე მეტს არ განავითარებს. მაგალითისთვის, ეს ტრანსპორტი, თბილისიდან ბათუმამდე, დაახლოებით, ერთ საათში ჩავა.

 

 

“Shinkansen ALFA-X” კომპანიებში Kawasaki Heavy Industries  და Hitachi დაამზადეს. მისი პირველი ტესტირება უკვე დასრულდა, თუმცა, კიდევ რამდენიმე ეტაპიანი შემოწმება უნდა გაიაროს. ახალი მატარებელი მგზავრებს 2030 წლიდან მოემსახურება.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ALFA-X-ს სპეციალური ქარსაწინააღმდეგო კონსტრუქცია აქვს. მატარებელი ტყვიის ფორმისაა და გარედან, ვერცხლისფერი მეტალით არის  დაფარული.

 

განხილვა