in

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემას „გრძნობებით“ უპირისპირდებიან — კამპანია

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა პანდემიის გამო უფრო მწვავე გახდა, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის… სწორედ ამიტომ, დიდ ბრიტანეთში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების კვირეულის ფარგლებში, ანიმაციური ფილმი გრძნობები გადაიღეს. McCann Health London-ის კრეატიული სააგენტო, Jelly-ს საპროდიუსერო კომპანია და Niceshit-ის რეჟისორები იმედოვნებენ, რომ გრძნობების პერსონიფიცირება ჯანდაცვის მუშაკებს არსებულ პრობლემასთან თვალის გასწორებას გაუადვილებს, სტიგმას წაშლის და ხელს მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასაც შეუწყობს.

საინტერესოა ისიც, რომ McCann-მა სცენარი Niceshit-ის ფილმის მიხედვით შექმნა, სადაც სამედიცინო პერსონალის რეალური ყოფაა ასახული. შედეგად, გრძნობებში ისეთ მომხიბვლელ გმირებს ვხვდებით, როგორიცაა, მაგალითად, ნაკლებად ძლიერი, მზარდი შიში და წითელი ბრაზი — ისინი ჯანდაცვის მუშაკთა საერთო აზრებსა და გრძნობებს გადმოსცემს… შესაბამისად, სიმღერებსაც ემოციური მდგომარეობის მიხედვით ასრულებენ. 

გრძნობების გმირების ინდივიდუალიზმი და ემოციურობა გასაკვირი არც უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ Niceshit-ის ანიმაციის რეჟისორები მრავალფეროვანი პერსონაჟების შექმნით არიან ცნობილნი. კონკრეტული ემოციური მდგომარეობები კი შვიდივე პერსონაჟის ვიზუალითა და ანიმაციის ტექნიკის შერწყმითაც არის გადმოცემული. ხოლო იმისათვის, რომ ისინი უფრო მეტად ადამიანურები და მგრძნობიარეები ყოფილიყვნენ, ფუნჯები და ხელით მოხატული ტექსტურები გამოიყენეს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, ლორა ჰაიდის ფონდის მხარდაჭერა, რომელიც, თავის მხრივ, სამედიცინო და სასწრაფო დახმარების პერსონალისთვის საუკეთესო მენტალური ჯანმრთელობის მიწოდებას უზრუნველყოფს. მათივე კვლევაში ნათქვამია, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალში მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების წარმოშობის ალბათობა 40%-ზე მეტია, ხოლო დახმარებას 50%-ზე ნაკლები იღებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, კამპანია ხაზს იმ სერვისებს უსვამს, რომლებიც ჯანდაცვის მუშაკებისთვის არის ხელმისაწვდომი… 

როგორი იყო „სტარტაპერის“ ხუთი წელი ყველგან, სადაც ახალი იდეებია

გააციფრულე მომავალი — პროექტი პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის