in

ამბავი L’Oreal-ის ლეგენდარული სლოგანის ავტორზე და კანის ჯილდო

ჯერ კიდევ მარტში ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, L’Oreal-მა, სარეკლამო სააგენტო McCann-თან ერთად, ფილმი სახელწოდებით The Final Copy of Ilon Specht გამოუშვა — 18-წუთიანი პროფილი ქოფირაითერი ქალის შესახებ, რომელმაც ბრენდის საკულტო სლოგანი Because I’m Worth It მოიფიქრა. ეს უკანასკნელი ბოლო 50 წელია ლორეალისთვის Just Do It-ის მსგავსად მუშაობს…

BOG

ფილმი იმ ბრძოლებს უსვამს ხაზს, რომელთა მოგებაც სპექტს 1971-იან წლებში მოუწია, რათა საკუთარი თავის რეალური ვერსიის გამოაშკარავება შესძლებოდა. ახლა კი ვიდეოში თითქმის 80 წლის ქალს ვხედავთ, რომელიც გვიყვება, როგორი იყო რეკლამირება იმ ეპოქაში, რომ 70-იან წლებში ქალების პროდუქტებიც კი კაცების პერსპექტივიდან რეკლამდებოდა, რომ რაღაც უფრო ლამაზს გაგხდიდათ თქვენი პარტნიორისთვის… კონკრეტული პროდუქტით სახლს უკეთ დაალაგებდით თქვენი ქმრისა და შვილებისთვის… ამიტომაც, ფილმში აღწერს, როგორ კამათობდა კაც კოლეგებთან და როგორ მიითვისებდნენ ხოლმე იდეას, რომელიც წარმატებული გამოდგებოდა. როგორ აღიქმებოდნენ ქალები ობიექტად და არა, სუბიექტად… 

ასე კი The Final Copy of Ilon Specht გასულ კვირას კანის საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა ფილმის კატეგორიაში.

როცა ხელოვნება ხვდება კონიაკს — ანიშ კაპურმა Rémy Martin XO-სთვის ახალი დეკანტერი შექმნა

როგორ დავიბრუნოთ თვითიდენტობის განცდა, წარმატების შემდეგ