in

“გადაარჩინე თოვლის ბაბუა” – სადაზღვევო კომპანიის გენიალური რეკლამა

სადაზღვევო კომპანია “Zurich”-მა გულისამაჩუყებელი და საკმაოდ ძლიერი სარეკლამო რგოლი “გადაარჩინე თოვლის ბაბუა” წარმოადგინა.

BOG

სარეკლამო რგოლი კამპანიის “მათ ვისაც უყვართ” გაგრძელებაა. ვიდეოს კრეატიული კონცეფცია სარეკლამო სააგენტო “McCann Worldgroup”-ს ეკუთვნის.

ვიდეოს სიუჟეტი ალპებში ვითარდება. მოწყენილი ბიჭი უყურებს, როგორ დნება მისი თოვლის მეგობარი. ალპებში “Zurich”-ის სადაზღვევო აგენტი ჩადის, რომელსაც თოვლის კაცი მთის მწვერვალზე მიყავს. “ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, ყველაზე მეტად გსურს რომ დაცული იყოს.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბავშვები უყურებენ თუ როგორ დნება თოვლი და მათი ხელით გაკეთებული თოვლის ბაბუები. “Zurich”-მა კი გამოსავალი ნახა და რეკლამაში ყველაზე გულწრფელი ბავშვური ემოციები გამოიყენა. კამპანიაც თავის მიზანს ასრულებს – გვიჩვენებს თუ რატომ უნდა დავაზღვიოთ ყველაფერი ის, რაც გვიყვარს.

“Make Someone Happy” – კოკა-კოლას ახალი საახალწლო კამპანია

ეტამის ახალი კოლექცია და ახალი კამპანია !