in

“ევექსი კლინიკების” პირველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

პირველი ქართველი ექიმი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა, „ევექსი კლინიკების“ ალერგოლოგი ლანა უბილავაა.

მან ვაქცინაცია „ევექსი კლინიკების“ ზუგდიდის პოლიკლინიკაში, პირდაპირ ეთერში ჩაიტარა.

„აცრის შემდეგ, არანაირი შეგრძნება არ მაქვს, აბსოლუტურად არაფერი მიგრძვნია, რადგან სრულიად უმტკივნეულოა. იმუნიზაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ დავამარცხოთ პანდემია და კორონავირუსი. როგორც ექიმი, მოვუწოდებ ყველას, ჩაიტარონ ვაქცინაცია, რათა თავიდან ავირიდოთ გართულებები და დავამარცხოთ პანდემია“, – ამბობს „ევექსი კლინიკების“ ალერგოლოგი ლანა უბილავა.

„ევექსი კლინიკების“ ზუგდიდის პოლიკლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აცრა დღეს, 15 მარტს დაიწყო. პროცესში ეტაპობრივად, საქართველოს 6 რეგიონში „ევექსი კლინიკების“ 33 კლინიკა ჩაერთვება.

 

[R]

„ცხვირი წავიმტვრიეთ, მაგრამ ვისწავლეთ” – Beauty Lab

Google-მა π-ის დღის სიმბოლური აღნიშვნით, მისი მნიშვნელობა შეგვახსენა