in

3D პრინტერით აშენებული სახლი, რომელიც 10 დღეში დამზადდა

Mario Cucinella Architects-მა და Wasp-მა, იტალიის წამყვანმა 3D ბეჭდვითმა კომპანიამ სულ ახლახან დაასრულეს პირველი სახლი იტალიაში, კერძოდ, რავენაში, რომელიც 3D პრინტერით ნედლი მიწისგან, ადგილობრივი ნიადაგის გამოყენებით დაიბეჭდა. სახლი Tecla–ს ტექნოლოგიით დამზადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლიც და თვითონ წარმოებაც არის ეკოლოგიურად სუფთა, რადგან ის ნულოვანი ნარჩენით მზადდება. პრინტერს 60 კვადრატული მეტრი სახლის აშენებისთვის 200 საათი დასჭირდა.

სახლის დიზაინი გამოქვაბულის მსგავსი ფორმაა. მისი ძველებური დიზაინი ერთგვარად ეწინააღმდეგება მის მიღმა მდგარ ინოვაციურ ტექნოლოგიას.

”ამ სახლის ესთეტიკა ტექნიკური და მატერიალური ძალისხმევის შედეგია,” – ამბობს Cucinella თავის განცხადებაში, ”ეს მხოლოდ ესთეტიკური მიდგომა არ იყო. ეს არის პატიოსანი, გულწრფელი ფორმა.”

Jeffrey Milstein-ის თვალით დანახული პარიზი

მეცნიერებმა “ჯოჯოხეთურად” ცხელი პლანეტა აღმოაჩინეს!