German branch of Reporters Without Borders — ეს არის ორგანიზაცია, რომელიც უკვე 30 წელია, მედიის თავისუფლებას უჭერს მხარს და პრესაში ცენზურის არარსებობის მნიშვნელობას გამოკვეთს. ახლა კი იუბილეს აღსანიშნავად, Innocean Berlin-ს მიმართეს თემატური კამპანიის შესაქმნელად.
სამ ვიდეორგოლში მსოფლიო ლიდერებს ვხედავთ, რომლებიც თავიანთ გამოსვლებში დემოკრატიასა და თავისუფლებას უჭერენ მხარს. მოგვიანებით ირკვევა, რომ ეს არის პრეზიდენტ პუტინის, ერდოღანისა და მადუროს, შესაბამისად რუსეთის, თურქეთისა და ვენესუელას ავტოკრატიული ლიდერების სიტყვები… გასული წლის მონაცემებით, ყველა ეს ქვეყანა პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის ბოლო 20%-ში მოხვდა.
კამპანია აშკარად გვახსენებს იმ კონტრასტს, მსოფლიო ლიდერების დაპირებებსა და რეალურ ქმედებებს შორის. ჟურნალისტების როლი ამ ყველაფერში კი სინამდვილის გაშუქებაა.