12
Feb
2020

კადრები ვეს ანდერსონის ახალი ფილმიდან The French Dispatch

12 Feb 2020

ვეს ანდერსონის ახალი ფილმი “The French Dispatch” გამოსვლისთვის ემზადება. პრემიერა მაისში, კანის ფილმების ფესტივალზე შედგება. სიუჟეტი გვიამბობს გამოგონილ ყოველკვირეულ ჟურნალზე, რომელიც გამოცემა The New Yorker-ის შთაგონებით შეიქმნა. ამავე გამოცემითაა შთაგონებული გამოგონილი ჟურნალის რედაქტორი, ავტორები და მოთხრობილი ამბებიც კი. ანდერსონი New Yorker-ის გულშემატკივარი, ჯერ კიდევ, 40-იანი წლებიდან იყო. ის ჟურნალის გამოცემებსაც კი აგროვებდა.

 

 

ფილმის მიხედვით, ჟურნალის თანამშრომლები გადაწყვეტენ გამოუშვან სამახსოვრო გამოცემა, რომელიც გასული ათწლეულის ამ სამ ამბავს ეხება: სამუდამო პატიმრობა მისჯილ ხელოვანს, სტუდენტურ უწესრიგობებსა და შეფის მიერ ჩადენილ გატაცებას. როლებში არაერთ ცნობილ მსახიობს ამოიცნობთ: ბენისიო დელ ტორო, ადრიენ ბოუდი, ტილდა სვინტონი, ლეა სეიდო, ფრანს მაკდორმანდი, ტიმოტი შალამე, ბილ მიურეი, ელიზაბეტ მოსი, ედვარტ ნორტონი და სხვები.

განხილვა