in

“ჩერნობილის აჩრდილისებრ ნანგრევებს” მალე მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს მიანიჭებენ

veon
veon

უკვე სამი ათწლეული გავიდა ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის შემდეგ, რამაც ხალხი აიძულა, დაეტოვებინა საცხოვრებლად სახიფათო და მომწამვლელი ტერიტორია.

როგორც ჩანს, 34 წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ადამიანები დაბრუნებოდნენ ტრაგედიის ადგილს. ბოლო დროს სულ უფრო იმატა ვიზიტორების რაოდენობამ და სწორედ ამან განაპირობა ოფიციალური პირების იუნესკოს ძეგლის სტატუსის მინიჭების სურვილი.

როგორც ამბობენ ჩერნობილის ზონა ოფიციალური სტატუსის გარეშე უკვე მსოფლიოს ცნობილი ღირსშესანიშნაობაა.

ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ გაეროს კულტურის სააგენტოს აღიარება ხელს შეუწყობს ადგილის, როგორც ტურისტულ ღირსშესანიშნაობის განვითარებას და, თავის მხრივ, ძველი შენობების შენარჩუნებას.

ჩერნობილის ტერიტორიაზე ტურისტთა რაოდენობის მატებას უკრაინის კულტურის მინისტრიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ნათლად გამოხატავს ამ ადგილის მნიშვნელობას, არა მხოლოდ ადგილობრებისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის.

როგორ ცვლის შობას ცოტა წარმოსახვა – McDonald’s-ის რეკლამა

დედამიწის ფოტო 2020: ბუნების ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები