in

საჩუქრების დრო დგება! – John Lewis-ის საახალწლო ვიდეორგოლი დაიდო!

BOG
BOG

ინტერნეტ სივრცეში John Lewis & Partners-ის ვიდეორგოლი გამოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ საახალწლო სეზონი ოფიციალურად დაიწყო. უკვე მრავალი წელია, John Lewis-ის საახალწლო რეკლამა წლის ამ პერიოდის სიმბოლოა და მას მილიონობით ადამიანი ელის მოუთმენლად. წლევანდელი სიუჟეტი საჩუქარზეა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი საკუთარი დისთვის არჩევს. მოულოდნელად, კარადის გავლით, სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდება, როგორც ეს „ნარნიას ქრონიკებში“ გვხვდება. აქ ნახულობს ბავშვობისდროინდელ მოგონებებს და ცდილობს იპოვოს რაღაც, რითაც ამ ახალი წლისთვის დას სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის. ორი წუთის განმავლობაში შესანიშნავი თავგადასავალი გელით. ნახეთ და შეაფასეთ ვიდეორგოლი.

Mc Happy day – „მაკდონალდს საქართველომ“ აუტიზმის ცენტრი „პირამიდას“ ბენეფიციარებს ჯადოსნური სივრცეები შეუქმნა

20+10% ფასდაკლება PSP ავტოდაზღვევაზე – არ დაელოდო „შავ პარასკევს“