ლუდის რეკლამა ძირითადად მამაკაცებზე ან ახალგაზრდებზეა გათვლილი. აქ პატარა შეცდომაა, ლუდი ქალებსაც ძალიან უყვართ.
ლუდის ბრენდმა “Astra”-მ გადაწყვიტა ისეთი რეკლამა გაეკეთებინა, რომელიც მხოლოდ ქალებისთვის იქნებოდა. პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობა სარეკლამო სააგენტო “Philipp und Keuntje”-მ მიიღო. მათ ციფრული ბილბორდი დაამონტაჟეს, რომელსაც გამვლელების სქესის დადგენა შეეძლო. კონსტრუქცია ფაბის კედელზე დაამაგრეს ისე, რომ რეკლამა რაც შეიძლება მეტ ქალს ენახა.