12
ოქტ
2017

პატარები და გაბრაზებული გოგონები თავისუფლებას ეძებენ! – კამპანია #FreedomForGirls

12 ოქტ 2017

11 ოქტომბერი ოფიციალურად აღიარებულია, როგორც International Day of the Girl. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ორგანიზაცია The Global Goals-მა ემოციური ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. სტატისტიკურად, თითქმის ყოველ 5 წუთში ერთხელ ძალადობის ფაქტს ერთი პატარა გოგონა ეწირება. ყოველი 4 მცირეწლოვანი ბავშვიდან ერთს ადრეულ ასაკში იძულებით ათხოვებენ. ადამიანებით ტრეფიკინგის მსხვერპლი თითქმის 71%-ი ქალბატონები არიან. 63 მილიონ გოგონას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იძულებით უკეთებენ წინადაცვეთას, ხოლო თითქმის 130 მილიონი სკოლის, განათლების გარეშე იზრდება. ეს მცირე ჩამონათვალია იმ შემზარავი უსამართლობისა, რისი მსხვერპლიც გოგონები პატარაობიდანვე ხდებიან. თუმცა, იმედი მაინც არსებობს, თუ საზოგადოება ამ მძიმე თემებზე ხმამაღლა საუბარსა და პროტესტის გამოხატვას დაიწყებს, მდგომარეობა შეიცვლება. რეალურად, თითოეულ ადამიანს ერთი პატარა გოგონას მომავლის გადარჩენა შეუძლია, ზუსტად ამისთვის წამოიწყო The Global Goals-მა კამპანია #FreedomForGirls. აქტივობის ყველაზე დიდი მხარდამჭერი მომღერალი ბიონსეა, სწორედ მისი სიმღერა Freedom აფორმებს ახალ სარეკლამო ვიდეორგოლს, რომელიც გულგრილს ვერცერთ მაყურებელს დატოვებს.

BOG PLUS

 

განხილვა