ზოგიერთ ოფისში უფასო ყავა გვხვდება, სხვაგან – გემრიელი სადილები. ზოგიერთ შემთხვევაში, საოფისე შენობაშივე იპოვით სპორტდარბაზს. მაგრამ მსოფლიოში მხოლოდ ერთ ოფისშია სრულად ფუნქციური შიდა ამერიკული მთები.
ეს ოფისი სტოკჰოლმშია და წარმოადგენს კრეატიული სტუდიის The Great Exhibition-ის ოფისს. ბოლო 15 წლის განმავლობაში, სტუდია (რომელიც ადრე PJADAD-ის სახელით იყო ცნობილი) ქმნიდა შესანიშნავ ბრენდულ გამოცდილებებს – როგორიცაა ტექსტილისგან შექმნილი სათამაშო მოედანი IKEA-სთვის და გეომეტრიული საკვები კუბების ქალაქ Atelier Food-თვის.
სტუდია ხელახლა გაიხსნა ახალი სახელით, დამფუძნებელი პეტერ კუკაკას და მისი თანაკრეატიული დირექტორის პერ კრომველ ერიქსონის ხელმძღვანელობით. კუკაკასთვის გახსნა ასევე უკავშირდება ათწლეულების განმავლობაში ნანატრი ოცნების განხორციელებას: საკუთარი შიდა ამერიკული მთების აშენებას. მან ამაზე ოცნება 15-20 წლის წინ დაიწყო. ეს შეუძლებელი ეგონა. ვერ ხვდებოდა როგორ გაეკეთებინა. ყველა, ვისთანაც საუბრობდა იმავეს ამბობდა: „უნდა თავი დაანებო ამერიკულ მთებს, ეს არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ არაპრაქტიკული, სახიფათო და ძალიან ძვირი“. ასთ სურვილზე უარის თქმა არაა ადვილი. რაც უფრო შეუძლებელი ჩანდა, მით უფრო ძლიერდებოდა მისი აშენების სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უარყოფითი მხარეა არის ერთი დიდი დადებითი მხარე: ის, რომ ეს ატრაქციონი გასართობია.
სტუდიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ Frontal Lobe-ის მიზანი სამმაგია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს გართობისთვისაა. მეორე, ეს არის სტუდიის ფოკუსის ვიზუალური რეპრეზენტაცია პროექტებზე, რომლებიც შორსაა ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კონტენტის პროგნოზირებადი შაბლონებისგან და ნაცვლად ამისა, მიზნად ისახავს ემოციურად რეზონანსული გამოცდილებების შექმნას.“ როგორც ერიქსონი ამბობს, ეს არის ერთგვარი მეტაფორა კრეატიული ინდუსტრიის ზოგადი ტრაექტორიისთვის. ტექნოლოგიური რევოლუცია კლავს კრეატიულობას, და გუნდს სურს დააბრუნოს ის, რასაც ნამდვილად ახლავს ემოცია და რასაც ალგორითმი ვერასდროს შემოგვთავაზებდა.
გუნდში ამერიკულ მთებს უწოდებენ „წინააღმდეგობის აქტს“ AI ტექნოლოგიების ბოლოდროინდელი აფეთქების წინააღმდეგ. ამ პოზიციას კუკაკაც იზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ მას სჯერა, AI-ის გარკვეული პრაქტიკული სარგებლის, როგორიცაა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სამედიცინო წინსვლა, მისი აზრით, AI-ს მიერ გენერირებულ კონტენტს საერთო ჯამში უარყოფითი გავლენა ექნება კრეატიულ საქმიანობებზე. „სულ მალე გვექნება რეალურ დროში AI-ს მიერ გენერირებული კონტენტი, დაფუძნებული მომხმარებლის მონაცემებზე. კიდევ მილიარდობით დოლარი ჩაიდება იმისთვის, რომ მოგვცეს ყველაზე მიმზიდველი კონტენტი და რბოლა იქნება პროგნოზირების საუკეთესო მოდელის პოვნისთვის,” ამბობს კუკაკა. გვექნება კონტენტის უზარმაზარი ცუნამი და მას არ ექნება სული. ეს სამყაროს უფრო მოსაწყენ ადგილად აქცევს.
სწორედ ამიტომაც ჩათვალეს მნიშვნელოვნად ამერიკული მთების აშენება. ამერიკული მთები ნამდვილად არ არის ლოგიკასთან ახლოს. ეს არ არის კონვენციური ან მოსალოდნელი გადაწყვეტა განსაზღვრული პრობლემისთვის. თუ კომპიუტერი შემოგვთავაზებდა ამერიკულ მთებს ოფისში, ის ვერასდროს გააკეთებდა ამას, რადგან ეს გასართობია. ადამიანური ფაქტორი დღეს ასოცირდება შეცდომასთან ან ხარვეზთან. სააგენტოში იმედი აქვთ, რომ ადამიანური ფაქტორი დაიწყებს რაღაც ღირებულის წარმოდგენას და იმედოვნებენ, რომ ეს მალე მოხდება.
წყარო: fastcompany