ეს კამპანია ახალი Jeep Compass-ის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და The Great Pretenders ეწოდა. სახელი ფრედი მერკურის ამავე სახელწოდების სიმღერიდან გეცნობათ, რომელიც კამპანიის ნარატივის ფონად გვევლინება. რეკლამაში ვხედავთ, მძღოლების გუნდს, რომლებიც მანქანების დასვრით მხოლოდ იმიტომ არიან დაკავებულნი, რომ უფრო თავგადასავლების მოყვარულები გამოჩნდნენ. თუ სპეციალურად შექმნილ ტალახიან ჭაობებში დადიან და მინებს ჭუჭყითა და ფოთლებით ავსებენ, ეს საერთოდ არ სჭირდებათ აკლოდ სუფთა და მწვანე Jeep Compass-ის მომხმარებლებს — სულაც არ სჭირდებათ ილუზიები იმისათვის, რომ თავგადასავლების მოყვარულებად პოზიციონირდნენ:
„Jeep-ში ხელოვნურობას ყოველთვის გვერჩივნა რელიეფის რეალური სახე. ეს ფილმიც ამას შეგვახსენებს: შესაძლოა, თავგადასავლები, ზედმეტი გაზვიადების გარეშე, გიყვარდეს“.
ხოლო BETC Paris-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ნიკოლას ბაკში ამბობს, რომ Jeep-ს არასდროს დასჭირვებია იმის თქმა, რომ თავგადასავლებისთვის შეიქმნა, არამედ იგი თავად არის თავგადასავალი. უბრალოდ განსხვავება იმაშია, რომ ახლა იუმორისტულ მიდგომას იყენებენ და ბრენდის ტონს ცვლიან.











